თებერვლის თვეში საქართველომ ფულადი გზავნილებიდან ჯამში 372.3 მლნ დოლარის (985.5 მლნ ლარი) შემოსავალი მიიღო, რაც 103.0%-ით (188.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ თანხის 50%, რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა.
გზავნილების სტატისტიკაში რუსეთი პირველ პოზიციაზეა. სებ-ის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ თებერვალში რუსეთიდან 187.34 მლნ დოლარი გადმოირიცხა. რუსეთიდან ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი 753.72%-ია.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.2% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 91.6% მოდიოდა.