რუსეთში МС-21-ის თვითმფრინავის სერიული წარმოება, ადგილობრივი ძრავებითა და ფრთებით, 2025 წელს დაიწყება. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა ტელეკომპანია Russia 24-თან ინტერვიუში განაცხადა.
„2025 წლიდან ჩვენ ამ თვითმფრინავს მასიურად გამოვუშვებთ და მომხმარებლებს მივაწოდებთ“, - განაცხადა მან.
29 დეკემბერს „როსავიაციამ“ МС-21-ის დიზაინში რუსული ПД-14 ძრავით ცვლილებები დაამტკიცა
ნოემბერში მთავრობამ გამოყო 15 მილიარდი რუბლი (206 მილიონი აშშ დოლარი) МС-21-ის წარმოების გაფართოებისთვის. დამატებით დაიხარჯება ასევე 44 მილიარდი რუბლი (603,4 მილიონი აშშ დოლარი) თვითმფრინავის ძრავების წარმოებაზე, მათ შორის МС-21-ისთვის განკუთვნილი 14 ПД-14 ძრავის შექმნაზე.