რუსეთი 600 მლნ დოლარის უკრიანულ ფოლადს იპარავს, რომლის წილიც ევროპელებსაც ეკუთვნით

რუსეთი 600 მლნ დოლარის უკრიანულ ფოლადს იპარავს, რომლის წილიც ევროპელებსაც ეკუთვნით

access_time2022-07-22 12:50:03

რუსეთი უკრაინის ქარხნებიდან და პორტებიდან 600 მლნ დოლარის (500 მლნ ფუნტის) ფოლადს იპარავს. ამის შესახებ ფოლადის უმსხვილესი უკრაინული მწარმოებლის, „მეტინვესტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, იური რიჟენკოვმა BBC-ის განუცხადა.

 

კომპანია „აზოვსტალის“ ქარხნის მფლობელია, რომელიც BBC-ის შეფასებით, ქალაქ მარიუპოლის განადგურების დროს უკრაინელი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის უკანასკნელი თავშესაფარი იყო.

 

იური რიჟენკოვი ამბობს, რომ ფოლადი რუსეთში გადააქვთ და ყიდიან, რომლის ნაწილიც ომამდე დიდ ბრიტანეთსაც ჰქონდა შეძენილი და ბრიტანელი მომხმარებლებისთვის იყო განკუთვნილი. კრემლში ტელეკომპანიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

 

BBC-ის ცნობით, „მეტინვესტის“ სათაო ოფისი მარიუპოლშია, რომელიც „ვაჭრობისა და წარმოების ცენტრი იყო და რუსეთის, თითქმის სამთვიანი დაუნდობელი თავდასხმის შემდეგ, მაისში დაეცა“.

 

რიჟენკოვმა ტელეკომპანიას განუცხადა, რომ „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმის შედეგად 300 თანამშრომელი და თანამშრომლების 200 ნათესავი დაიღუპა. „აზოვსტალი,“ თავის შვილობილ ქარხანასთან, „ილიჩთან“ ერთად უკრაინის ფოლადის წარმოების 40%-ს შეადგენდა.


 

აღმასრულებელი დირექტორის მონაცემებით, ათასობით ტონა ფოლადი ევროპელ მომხმარებლებს, მათ შორის, ბრიტანელებს ეკუთვნით. რიჟენკოვის თქმით, საჯარო წყაროებისგან და კომპანიის ინფორმატორებისგან ცნობილია, რომ ფოლადი რუსეთში გააქვთ და შემდეგ შიდა ბაზრებზე ან აფრიკისა და აზიის ქვეყნებში ყიდიან.

 

„რასაც ისინი აკეთებენ, მხოლოდ ძარცვაა. ისინი არა მხოლოდ ჩვენს პროდუქციას, არამედ ამ პროდუქტების ნაწილს ევროპელ მომხმარებელს ჰპარავენ“, - აცხადებს რიჟენკოვი.

 

მისი თქმით, კომპანია ქურდობის რაც შეიძლება, მეტ ფაქტს აფიქსირებს და სამომავლო სამართლებრივი ზომების მისაღებად ემზადება. რიჟენკოვი იმედოვნებს, რომ „რაღაც მომენტში, რუსები არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ სისხლის სამართლის სასამართლოების წინაშე წარდგებიან“.

 

BBC-მ კომენტარისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართა, თუმცა უწყებას ბრალდებებისთვის არ უპასუხია.

 

რიდინგის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, პროფესორი, მარკო მილანოვიჩი აცხადებს, რომ საქმის განხილვის მრავალი ვარიანტი არსებობს, თუმცა წარმატების პერსპექტივა ნაკლებად გარკვეულია. მისი თქმით, „რა სამართლებრივი გზაც არ უნდა აირჩიოს „მეტინვესტმა“, ეს მეტად რთული პროცესია და მიუხედავად იმისა, რომ ძარცვა ომის დროს საკმაოდ ხშირია, მძარცველ სახელმწიფოზე სასამართლო სარჩელები და მისგან კომპენსაციის მიღება მეტად იშვიათია“.

 

„შესაძლოა, ამ შემთხვევაში უკრაინულ მხარეს ფულზე მეტად სიმბოლური გამარჯვება უფრო მეტად სურდეს, რადგან ამ საქმეში რუსეთის დამნაშავედ ცნობა მართლაც დიდი საქმე იქნებოდა,“ - განუცხადა BBC-ის მარკო მილანოვიჩმა.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up