რუსეთის ამოცანაა ერთმანეთთან სატრანსპორტო დერეფნით დააკავშიროს უკრაინის ორი ტერიტორია - 2014 წელს ანექსირებული ყირიმი და დონბასი.
რუსეთის სამხრეთის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტ პუტინის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ, კირილ სტეპანოვმა კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „რია-ნოვოსტის“ განუცხადა, რომ რუსი სამხედროების მიერ კონტროლის დამყარება ტრასის მონაკვეთზე ყირიმიდან მარიუპოლამდე, ნახევარკუნძულს დონბასთან „საიმედოდ დააკავშირებს სატრანსპორტო დერეფნით".
სტეპანოვის თქმით, „ყირიმის ხიდის არსებობის გათვალისწინებით, ნახევარკუნძული იქცევა სატრანზიტო ტერიტორიად კავკასიის რეგიონს და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის პორტებს შორის და გააერთიანებს უკრაინის ყოფილი რეგიონების ინდუსტრიულ ცენტრებს".
radiotavisupleba.ge