რუსეთმა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მოქალაქეებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, ქვეყანაში შესვლა ავსტრალიის მთავრობის 228 წევრსა და დეპუტატს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონს, აეკრძალა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება კანბერას მხრიდან დაწესებული სანქციების საპასუხოდ მიიღეს.
„ავსტრალია მორჩილად მიჰყვება დასავლეთის გადაწყვეტილებებს და გადაწყვიტა სანქციების დაწესება. უახლოეს მომავალში შავ სიაში მოხვდებიან ასევე ავსტრალიის არმიის წევრები, ბიზნესმენები, ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს რუსეთის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.
ამასთან, მოსკოვმა „არამეგობრული ქმედებების გამო“, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ახალი ზელანდიის 130 მოქალაქეს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ჯესინდა არდერნს და მთავრობისა და პარლამენტის წევრებს.