რუსეთი ახალი დეფოლტის ზღვარზეა

რუსეთი ახალი დეფოლტის ზღვარზეა

access_time2022-03-05 11:00:03

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი დეფოლტის რეალური საშიშროების წინაშე უკვე მეორედ დადგა. მან უკვე შეაჩერა სარგებლის დარიცხვა არარეზიდენტი პირებისათვის. სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სანქციებს კერძო კომპანიების ნებაყოფლობითი ბოიკოტიც დაემატა, რუბლი 35%-ით გაუფასურდა, სამივე მსხვილმა საინვესტიციო სააგენტომ რუსეთის საკრედიტო რეიტინგი რამდენიმე საფეხურით გააუარესა ე.წ. ნაგავთა ჯგუფში მოაქცია. აქამდე არც ერთი სხვა ქვეყნის რეიტინგი ასე სწრაფად არასდროს შემცირებულა.  

 

1998 წლის დეფოლტი, ერთდროულად რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. რუსეთს 1997 წლის აზიური კრიზისი მიადგა კარს, ნავთობის ფასი განახევრდა და დღევანდელი კურსით $19-მდე შემცირდა, ამ ყველაფერს არასწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა დაემატა. შედეგად ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა, 15 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე რუბლის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 6.3-დან 20.8-მდე გაიზარდა, ოფიციალურად აღიარებული უმუშევრობა 11.8%-დან 13.3%-მდე, ინფლაციის განაკვეთი 14%-დან 28%-მდე, 1999 წელს კი 86%-მდე, სიღარიბის დონე 26%-დან 32%-მდე, 1999 წელს 43%-მდე. 1999 წელს სტამბოლის კონფერენციაზე რუსეთი იძულებული გახდა საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის ვალდებულება აეღო. მოსკოვმა პირობა ნაწილობრივ მხოლოდ 2007 წელს შეასრულა და გუდაუთის ბაზა არ გაუყვანია, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის 26 აგვისტომდე ოფიციალურად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობდა.

 

მეოცე საუკუნის ბოლო დეკადაში მსოფლიომ დასუსტებული რუსეთის, კიდევ უფრო მეტად დასასუსტებლად და დასაშლელად შანსი მეორედ გაუშვა ხელიდან, უფრო მეტიც ჩეჩნეთში მოწყობილ გენოციდზე - 1.5 მლნ-იან ქვეყანაში 200 000 ადამიანი, მათ შორის 50 000 ბავშვი მოკლეს, ხმა არ ამოუღია. დუმილის რეალური შედეგი მეოთხედი საუკუნის შემდეგ კიევისა და ხარკოვის ქუჩებში გამოჩნდა.

 

1998 წლისა და დღევანდელ მდგომარეობას შორის რამდენიმე მსგავსება და სხვაობაა. იმდროინდელი რუსეთი კრიზისამდეც როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად ახლანდელზე ბევრად სუსტი იყო. 1998 წლის 31 იანვრის მდგომარეობით რუსეთის საერთაშორისო რეზერვები $15 მლრდ-ს შეადგენდა, 2022 წლის 31 იანვრის მდგომარეობით $630 მლრდ-ს, მართალია ამ თანხის ნახევარი გაუყინეს, მაგრამ დარჩენილი ნახევარიც 24 წლის წინანდელზე 20-ჯერ მეტია. კურსის მსყიდველუნარიანობის ცვლილების გათვალისწინებით 12-ჯერ მეტი. ნავთობის ფასიც დღეს ჯერჯერობით 550%-ით უფრო მეტია და თუ ირანს და/ან ვენესუელას სანქციები არ მოუხსნეს უფრო გაიზრდება.


 

მეორეს მხრივ SWIFT-დან ჩახსნა, იქამდე მსხვილი ბანკებისთვის ტრანზაქციების აკრძალვა, რეზერვების გაყინვა, ტრანსნაციონალური კომპანიების ბაზრიდან გასვლა, ტექნოლოგიების მიწოდების შეჩერება, ცის ჩაკეტვა, ოლიგარქების აქტივების კონფისკაცია... საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს.


რუსეთის ექსპორტის ნახევარი ნავთობზე, ნავთობპროდუქტებსა და გაზზე მოდის, კერძოდ, 2021 წლის მდგომარეობით $490 მლრდ-იანი მთლიანი ექსპორტიდან $110 მლრდ ნედლ ნავთობზე მოდიოდა, გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე $69 მლრდ, ბუნებრივ გაზზე $55 მლრდ და თხევად გაზზე $7 მლრდ ანუ ჯამში $241 მლრდ. ჯერჯერობით სანქციები ენერგეტიკულ სექტორს არ შეხებია, თუმცა რუსული ნავთობის გაყიდვები მაინც დღიურად 1 მლნ ბარელით შემცირდა რაც 18-19 პროცენტიან კლებას ნიშნავს. გაზპრომმა, როსნეფტმა და ლუკოილმა კი კაპიტალიზაციის 80%-ზე მეტი დაკარგეს. შეერთებული შტატების სენატში უკვე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. გადამწყვეტი დარტყმა მოსკოვისთვის სწორედ მის ნავთობზე და გაზზე უარის თქმა, ან როგორც მინიმუმ მოხმარების მკვეთრი შემცირება იქნება.

 

ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ძირითადად სამი კომპანიის S&P-ის, MOODYS-ისა და FITCH-ის შეფასებები განსაზღვრავს. FITCH-მა რუსეთს რეიტინგი BBB-დან B-მდე შეუმცირა, MOODYS-მა Baa3-დან B3-მდე, ხოლო S&P-მ B+ დან CCC- მდე. აქედან გაკოტრებამდე უკვე 1 ნაბიჯია.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up