რუსეთის პროკურატურა დასავლურ კომპანიებს (McDonald's, P&G და IBM) ხელმძღვანელების დაპატიმრებითა და ქონების კონფისკაციით დაემუქრა, ქვეყნიდან გასვლისა და რუსეთის ხელისუფლების კრიტიკისთვის.
ამის შესახებ The Washington Post წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გასულ კვირაში პროკურორებმა გამაფრთხილებელი წერილები გაუგზავნეს დასავლურ კომპანიებს: McDonald's, Procter & Gamble, International Business Machines Corp., IBM და KFC.
რუსეთის ხელისუფლების ასეთი „გაფრთხილებების“ შემდეგ ზოგიერთმა კომპანიამ სათავო ოფისთან ზარები და მიმოწერა შეწყვიტა იმის შიშით, რომ სპეცსამსახურები მოუსმენენ მათ. ზოგიერთმა კი უკვე დატოვა რუსეთის ტერიტორია და ხელმძღვანელი პირებიც გაიყვანეს ამ ქვეყნიდან.
The Washington Post–ის ინფორმაციით, დიდი ალბათობაა იმის, რომ პუტინმა მხარი დაუჭიროს ქვეყნიდან გასული დასავლური კომპანიების ქონების კონფისკაციას.