რუსეთი დათანხმდა უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ რეფერენდუმს, გამონაკლისი მხოლოდ ყირიმის საკითხია

რუსეთი დათანხმდა უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ რეფერენდუმს, გამონაკლისი მხოლოდ ყირიმის საკითხია

access_time2022-04-03 09:37:32

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებაზე რუსული მხარე აღარ არის წინააღმდეგი, რეფერენდუმი ჩატარდეს ქვეყნის ნეიტრალიტეტის და სხვა საკითხების შესახებ, გარდა ყირიმის საკითხისა, ანუ სტამბოლის მოლაპარაკებებზე უკრაინის შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებაზე რუსეთმა ზეპირი თანხმობა განაცხადა, გამონაკლისი მხოლოდ ყირიმის საკითხია, - ამის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, მმართველი პარტიის, „სლუგა ნაროდას“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის,  დავით არახამიას კომენტარს უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.

არახამიას ინფორმაციით, რუსეთის მხარემ ამის შესახებ სიტყვიერად განაცხადა 1 აპრილს გამართულ ონლაინ შეხვედრაზე. წერილობითი, ოფიციალური განცხადება ამ თემაზე არ მოიპოვება.

მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმების პროექტები უკვე იმ ეტაპზეა, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტებს შეუძლიათ პირისპირ შეხვედრისას მათი განხილვა. არახამიას ვარაუდით, ეს შეხვედრა სტამბოლში გაიმართება, მაგრამ თარიღი და ადგილი ჯერ არ არის განსაზღვრული.

მისივე თქმით, ახლა ჯგუფების ამოცანაა არა თავად დოკუმენტის, არამედ იმ საკითხების საბოლოო ეტაპის შემუშავება, რომლებსაც დიპლომატები უკვე შეეხნენ. ასევე, მოსამზადებელია პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრა. რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს - ნატო-ს სამი ქვეყანა უკვე შეთანხმდა გარანტიების გაცემაზე ზუსტად იმ ფორმატით, რაც უკრაინის მიერ არის შემოთავაზებული. ესენი: თურქეთი, გერმანია და იტალია. არახამიას თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბირთვული შეიარაღების მქონე ქვეყნებმა გასცენ გარანტიები. რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ჩინეთთან მოლაპარაკებებს დიპლომატიური არხებით აწარმოებს. როგორც მან დასძინა, ჩინეთი ნაკლებად არის მზად, მაგრამ ოფიციალური კიევი მაინც ელის, რომ ეს ქვეყანა მაინც შევა გარანტორი ქვეყნების სიაში.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ თუ უკრაინელები მხარს არ დაუჭერენ ნეიტრალიტეტის საკითხს, ანუ, მიემხრობიან ნატოში გაწევრიანებას, შესაძლებელი იქნება ან ახალი მოლაპარაკება, ან განახლდება საომარი მოქმედება.


რუსეთის მხარეს უკრაინის წარმომადგენლის სიტყვების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის დელეგაციის წინადადებაში, რომელიც წარადგინეს ამას წინათ სტამბულში გამართულ მოლაპარაკებაზე, კერძოდ ნათქვამია, რომ უკრაინა მზად არის ნეიტრალური სტატუსისთვის და სხვა ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობაზე უარის თქმისთვის უსაფრთხოების ცხადი გარანტიების სანაცვლოდ. ამის შესახებ უნდა გაიმართოს რეფერენდუმი, რომელიც მხოლოდ უკრაინიდან რუსეთის არმიის სრული გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამასთან, რუსეთს სთავაზობენ, „გაყინონ“, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სტატუსი 15 წლით და ამ დროის განმავლობაში გაგრძელდეს მოლაპარაკება.

წინადადებებში არაფერია ნათქვამი ე.წ. დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციაზე, ასევე დონბასის სტატუსზე. ეს თემები რუსეთის პრეზიდენტმა მიმდინარე „სპეცოპერაციის“ მიზნად დაასახელა.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა რუსეთის ტელევიზიის ეთერში, კვირას, განაცხადა, რომ მოსკოვი იმედოვნებს, სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში აიკრძალება „ნაციონალისტური იდეების გამოვლენა“, ხოლო რუსული ენა თავის პოზიციას აღიდგენს. მოლაპარაკების პროექტზე, რომელსაც განიხილავენ შეხვედრებისას ამაზე არაფერია ნათქვამი. როდის გაიმართება მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი, არაა ცნობილი. მოლაპარაკება მიმდინარეობს საომარი მოქმედების ფონზე. ბოლო რაუნდის შემდეგ რუსეთის ჯარმა კიევის ოლქიდან უკან დაიხია.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up