საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზეა. მხოლოდ ოქტომბერში ქვეყანამ 207 მილიონი დოლარი მიიღო, 10 თვეში კი გასულ წელთან შედარებით 26%-ით მეტი, მილიარდ 912 მილიონის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა.
რაც შეეხება გზავნილებს ქვეყნების მიხედვით, რუსეთი კვლავ ლიდერ პოზიციაზეა. 10 თვეში რუსეთიდან მიღებული გზავნილები 337 მილიონ დოლარს აჭარბებს, რაც მთლიანი გზავნილების 17.6%-ია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯამურად, ევროკავშირის ქვეყნებიდან მიღებული გზავნილები რუსეთის მონაცემს მნიშვნელოვნად აღემატება. 10 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 784.4 მილიონი დოლარი გადმოირიცხა (მთლიანი გზავნილების 41%).
იანვარ-ოქტომბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მიხედვით შემდეგი 5 ქვეყანა ლიდერობს:
რუსეთი - $337.3 მლნ
იტალია - $315.8 მლნ
აშშ - $233.7 მლნ
საბერძნეთი - $200.7 მლნ
თურქეთი - $88 მლნ
წყარო: businessformula.ge