რუსეთი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტიდან გარიცხეს

რუსეთი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტიდან გარიცხეს

access_time2022-11-27 13:00:31

მოსკოვის ელჩმა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაზე პასუხისმგებელი ჯგუფის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

 

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ახალი ძეგლების დამატებაზე, თვეების განმავლობაში ვერ ფუნქციონირებდა. ამის მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა იყო.

 

„მე მაქვს პატივი გაცნობოთ რომ ჩემი, როგორც რუსეთის ფედერაციის მუდმივი დელეგატის იუნესკოში მისია დასრულებულია“ - ნათქვამია იუნესკოში უკვე ყოფილი რუსეთის ელჩის ალექსანდრე კუზნეცოვის წერილში.

 

„იუნესკოში რუსეთის ელჩის გადადგომა დაასრულებს ჩიხს იმ საკვანძო ჯგუფში, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა და რომელსაც მთელს მსოფლიოში კულტურული ძეგლების შენარჩუნება ევალება“, წერს The Guardian-ი

 

თებერვალში მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნამ, დელეგატების პროტესტი გამოიწვია.

 


კომიტეტის შეკრება ივნისში, რუსეთის ქალაქ ყაზანში იყო დაგეგმილი, მაგრამ 46-მა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, ღონისძიებას ბოიკოტი გამოუცხადა.

 

იუნესკოს რეგულაციების თანახმად, გადამდგარი კომიტეტის თავმჯდომარის შემცვლელი იმ ქვეყნიდან უნდა დაინიშნოს, რომელიც ინგლისურ ენაზე ანბანური თანმიმდევრობით გადამდგარი წევრის შემდეგაა.

 

ამ რეგულაციის თანახმად, საუდის არაბეთი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, დაიკავებს თუ არა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს.

 

რუსეთის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტიდან გარიცხვას ტელეგრამში გამოეხმაურა უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო.

 

„რუსეთი აღარ არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის თავმჯდომარე. ტერორისტებს ადგილი არ აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც მშვიდობის შესანარჩუნებლადაა შექმნილი. ტერორისტებს ჩვენი მიწიდანაც განვდევნით. მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ICIP-ს შრომისმოყვარეობისთვის“, - წერს ტკაჩენკო.

           

შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელმაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო. რეზოლუციას მხარი 575-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო - 8, ხოლო 24-მა თავი შეიკავა. დოკუმენტში ევროპარლამენტმა აღიარა, რომ რუსეთი უკრაინაში ახორციელებს თავდასხმებს საცხოვრებელ ტერიტორიებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა.

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა


თეგები:
იუნესკო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up