რუსეთი

რუსეთი "მარცვლეულის დერეფანს" ბლოკავს - უკრაინის პორტებიდან გასული გემების რაოდენობა ანტირეკორდულია

access_time2023-01-27 21:00:47

იანვრის განმავლობაში უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული გემების გასვლის საშუალო მაჩვენებელი 2.7-ია, ანუ პორტებიდან დღეში საშუალოდ მხოლოდ 2-3 გემი გადის - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იმ თვეების განმავლობაში, რაც „მარცვლეულის ინიციატივა“ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის აგრარული პოლიტიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

ეს მაჩვენებელი რუსი ინსპექტორების მიერ მარცვლეულის დერეფნის ხელოვნური ბლოკირებით არის განპირობებული. უკრაინის შავი ზღვის პორტების შესასვლელ-გასასვლელში გემების რიგი შეიქმნა, ინსპექტორების არასაკმარისი რაოდენობის გამო გემების შემოწმების დრო 10-15 დღემდე გაიზარდა.

 

 

„ბოლო დღეებში, იანვრის ბოლოსთვის, ვითარება გაუარესდა და გემების დღიური რაოდენობა 2,5-მდე შემცირდა. ეს არის ანტირეკორდული მაჩვენებელი“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

 


„მიუხედავად ამისა, იანვარში ერთ გემზე გადაზიდვის საშუალო ტონაჟი დარჩა 37 000 ტონაზე, რაც საუკეთესო მაჩვენებელია დერეფნის ექსპლუატაციის დროს. მაგრამ ამან დადებითად არ იმოქმედა იანვარში გადაზიდვების საერთო რაოდენობაზე. ამრიგად, ახალი წლის პირველ თვეში დერეფნიდან მხოლოდ 2,4 მლნ ტონა მარცვლეული გავიდა, ხოლო სექტემბერსა და ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 4 მილიონ ტონაზე მეტი იყო,“ - აცხადებენ აგრარულ უწყებაში.

 

 

იანვარში 540 ათასი ტონა ხორბალი გაიგზავნა, აქედან 61 ათასი ტონა აფრიკაში გაიგზავნა.

 

 

მთლიანობაში, მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში უკრაინამ უკვე გაგზავნა 675 გემი 18,4 მილიონი ტონა ტვირთით. აფრიკის წილი 2,3 მლნ ტონაა, აზია - 5,1 მლნ ტონა, ევროპა - 7,5 მლნ ტონა, ახლო აღმოსავლეთი - 3,4 მლნ ტონა.

 

 

 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რამდენიმე თვეში, გასული წლის 22 ივლისს, უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით,  სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვით, ე.წ მარცვლეულის დერეფნით უკრაინიდან მსოფლიოში ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up