„რუსეთის ფედერაცია დათანხმდა ხელშეკრულების 60 დღით გახანგრძლივებას“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლებმა გაეროში, რომ რუსულმა მხარემ შეატყობინა შეთანხმების ყველა მხარეს, რომ იგი აგრძელებს შეთანხმებას 60 დღით. ამის შესახებ ყველა მხარეს ეცნობა არა მხოლოდ ზეპირად“, - აღნიშნა ზახაროვამ.