რუსეთი „მარტივ ბაზარს“ ქმნის და შესაბამისად, ბევრ ქართულ ბიზნესს დივერსიფიცირების სურვილი არც აქვს - გვანცა მელაძე

რუსეთი „მარტივ ბაზარს“ ქმნის და შესაბამისად, ბევრ ქართულ ბიზნესს დივერსიფიცირების სურვილი არც აქვს - გვანცა მელაძე

access_time2022-12-21 15:45:01

რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გვანცა მელაძემ საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ექსპორტის ზრდისთვის საჭიროა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, შემდეგ კი მარკეტინგული მიმართულების გააქტიურება, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის და ქართული პროდუქტის ცნობადობის გაზრდაა საჭირო.


გვანცა მელაძის თქმით, იაფიან პროდუქციას ფასი ყიდის, ძვირიანს - მარკეტინგი. ამიტომ, პროდუქტის და ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით ბიუჯეტია საჭირო.


„ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველო ბაზრების დივერსიფიცირებას ვერ ახერხებს. ძირითადად სოფლის მეურნეობის ექსპორტზე ვართ დამოკიდებული, ეს მალფუჭებადი პროდუქციაა და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაზარი, სადაც პროდუქციის რეალიზაცია მოხდება, ახლოს იყოს.

რაც შეეხება მზა შეფუთულ პროდუქციას, აქ სხვა პრობლემა ემატება. საქართველოს ცნობადობა მსოფლიოში საიმისოდ მაღალი არაა, რომ ამა თუ იმ პროდუქციაზე მოთხოვნა იყოს. რუსული ბაზარი მარტივია. განვითარებულ ბაზრებზე ძალიან დიდი მარკეტინგული ხარჯების გაწევა და კონსიგნაციით მუშაობაა საჭირო, რაც რეალიზაციის შემდეგ თანხების ამოღებას ნიშნავს“, — განმარტავს გვანცა მელაძე.


 

მისი თქმით, რუსეთის ბაზრის შემთხვევაში კონსიგნაცია არ ხდება ხოლმე. ხშირია შემთხვევა, რომ „ტრეიდერები“ თავად ჩამოდიან და ადგილიდან, ქარხნიდან მიაქვთ პროდუქცია. რაც მწარმოებლისთვის დიდი კომფორტია. მწარმოებლებს არ სჭირდებათ მარკეტინგული ხარჯი, არც ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარება, აწარმოებენ და ადგილზევე ყიდიან.  ფასიც მისაღებია, ვინაიდან ევროპაში ბევრად უფრო მაღალი კონკურენციაა და მოგების მარჟა ბევრად იკლებს, ვიდრე რუსეთის შემთხვევაში.

 

„რუსულ ბაზარზე  ხარისხის მოთხოვნა არ არის ისეთი მაღალი, როგორც განვითარებულ ქვეყნებში და ეს ყველაფერი „მარტივი ბაზრის“ ერთობლიობას ქმნის. შესაბამისად, ბევრი ბიზნესი ვერც ახერხებს და არც აქვს დივერსიფიცირების სურვილი“, - განაცხადა გვანცა მელაძემ.


ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობაში 70% იმპორტს უჭირავს, 32%-მდე ექსპორტზე მოდის; თურქეთი საქართველოს #1 სავაჭრო პარტნიორია, მეორე ადგილზე კი რუსეთია.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up