გლობალური საბანკო ასოციაციის განცხადებით, რუსეთი მზადაა საგარეო ვალი ობლიგაციების მფლობელებს რუბლებში გადაუხადოს.
“რუსულ ვალუტაში გადახდა ობლიგაციებზე რუბლის გადახდის პუნქტის გარეშე „ეს იქნება დეფოლტი“ - ნათქვამია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის განცხადებაში.
რუსეთმა ორშაბათს 650 მილიონი დოლარის ღირებულების 2 დოლარიანი ობლიგაციები ვერ გადაიხადა. ამის ნაცვლად სპეციალურ ანგარიშებზე ფული რუბლებში გაგზავნა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ფაქტი Insider -თან შეაფასა როგორც გამოცემა წერს, ინსტიტუტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედება და რუბლში გადახდა, ნიშნავს რუსეთის დეფოლტს.
„თუ რუსეთი შეეცდება ობლიგაციებისთვის სპეციალური საგადასახადო პროცედურის მეშვეობით, რომელიც მან მარტის შუა რიცხვებში შეიმუშავა, რუბლის გადარიცხვას, ეს იქნება დეფოლტი“- განაცხადა IIF-ის მოადგილემ, ელინა რიბაკოვამ გამოცემასთან.
IIF არის გლობალური საბანკო ასოციაცია, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით 450 წევრი ორგანიზაციაა გაწევრიანებული, მათ შორის - Goldman Sachs და Deutsche Bank.
ანალიტიკოსთა უმეტესობა თვლის, რომ მთავრობა დაასრულებს დეფოლტით, თუ ის გადახდის გეგმას რუბლში შეასრულებს.
რუსეთს 30-დღიანი საშეღავათო პერიოდიდან 26 დღე რჩება დოლარში გადახდისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობა უკან არ იხევს და ამტკიცებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ის „ხელოვნურ დეფოლტში“ აიყვანა.