ვლადიმირ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთი საუკეთესო ქვეყანაა მსოფლიოში. ასეთი განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
ერთ-ერთმა მონაწილემ მოხსენებისას თქვა, რომ „სხვა ქვეყნები საუკეთესოები არიან მსოფლიოში“, რაც რუსეთის ლიდერს შეუმჩნეველი არ დარჩენია.
„მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა რუსეთია! იმედია შეგეშალათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამაზე მსჯელობა მოგვიწევს“, - განაცხადა პუტინმა
მანამდე პუტინმა მოსკოვის სატრანსპორტო მდგომარეობა შეაქო. მისი თქმით, მოსახლეობის სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ქალაქი ადეკვატურად უმკლავდება სირთულეებს. რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ამას სხვა მეგაპოლისებთან შედარებით უკეთ ართმევს თავს.