რუსეთი საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, ყველაზე დიდ ეკონომიკურ ვარდნას უახლოვდება

რუსეთი საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, ყველაზე დიდ ეკონომიკურ ვარდნას უახლოვდება

access_time2022-04-13 14:00:51

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ნელ-ნელა ფართოვდება, თუმცა სანქციების არსებული პაკეტიც კი ქვეყნის ეკონომიკის მინიმუმ 10%-იანი კლებისთვის უკვე საკმარისია, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა იქნება, თუმცა შეიძლება ბევრად უფრო გრძელვადიანი რეკორდიც მოიხსნას და ვარდნის ტემპმა იმ მასშტაბს მიაღწიოს, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, ამისთვის კი ეკონომიკის 14.6%-ით შემცირებაა საჭირო. რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი, უცხოელი ანალიტიკოსების მსგავსად, მიმდინარე წელს ორნიშნა რეცესიასთან ერთად ორნიშნა ინფლაციასაც ელის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 5 წლის განმავლობაში მიყოლებით 1996 წლის ჩათვლით რუსეთის ეკონომიკა ვარდნას განიცდიდა. 1997 წელს 1.4%-იან ზრდას მომდევნო წელს დეფოლტი და 5.3%-იანი კლება მოჰყვა, რაც აზიიდან წამოსული ეკონომიკური კრიზისითა და ნავთობზე ფასების ვარდნით იყო გამოწვეული.

 

1999-2008 წლებში რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა, იმდენად, რომ 2009 წელს დაფიქსირებულ უფრო დიდ 7.8%-იან ვარდნას 1998-ის მსგავსი პრობლემები აღარ გამოუწვევია.

 

რუსეთისთვის სანქციები არც აფხაზეთის და არც იჩქერიის რესპუბლიკაში (ჩეჩნეთში) წარმოებული ომების გამო არ დაუწესებიათ. 2008 წლის აგვისტოს ომზეც დასავლეთი შეშფოთებით დაკმაყოფილდა. 2014 წლიდან რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდული სანქციებია ამოქმედდა, რამაც ეკონომიკური ზრდის ტემპი 0.7%-მდე შეამცირა, 2015 წელს 2%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, 2016 წელს კი ზრდა მხოლოდ 0.2% იყო. 2020 წელს პანდემიისა და კოვიდშეზღუდვების გამო 3%-იანი ვარდნა აღინიშნა, შემდეგ წელს კი 4.7%-იანი ზრდა.

 


რა იქნება 2022 წელს?  არსებული სანქციების პირობებშიც ვარდნა 7.8%-ზე მეტი იქნება, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი, სანქციები ჯერჯერობით რუსულ ენერგორესურსებს არ შეხებია. მართალია მისი შესყიდვა შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ბალტიის ქვეყნებმა შეაჩერეს, მაგრამ მათი ჯამური წილი დიდი არ ყოფილა. რა მოხდება თუ ევროკავშირი ბოლოს და ბოლოს გაბედავს და ქვანახშირის მსგავსად რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტსაც შეწყვეტს? ან მაშინ თუ აშშ საუდის არაბეთთან მოპოვების გაზრდაზე შეთანხმდება, პარალელურად კი ვენესუელას და ირანსაც მოუხსნის სანქციებს? ამ შემთხვევაში ფასები მკვეთრად შემცირდება. ჯერჯერობით მოლაპარაკებები წარუმატებლად მიმდინარეობს. საუდის არაბეთი მოპოვების ზრდას სწორედ ირანისთვის სანქციების შემსუბუქების პირობის გამო ეწინააღმდეგება, მაგრამ მცირე დროში შეიძლება ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს.

 

მიუხედავადა იმისა, რომ 1998 წლისგან განსხვავებით, რუსეთის ეკონომიკა ენერგორესურსების ექსპორტზე შედარებით ნაკლებადაა დამოკიდებული, მისი წილი კვლავ ძალიან მაღალია და ჯამურ ექსპორტში 50%-ს აჭარბებს. მოსკოვი იმუქრება, რომ გაზს ჩინეთში გაყიდის, მაგრამ გაზსადენის მშენებლობას დრო სჭირდება. ემბარგოს შემთხვევაში ნავთობის გაყიდვაც დიდი ფასდაკლებით მოუწევს.

 

იმ შემთხვევაში თუ ვარდნამ 12.6%-ს გადააჭარბა, მაშინ 30 წლიანი რეკორდი მოიხსნება, ხოლო თუ რეცესიის მასშტაბი 14.5%-ს გასცდა, ამ შემთხვევაში რუსეთს ბევრად უფრო ღრმა წარსულში მოუწევს დაბრუნება.

 

Reuters-ს წყარომ განუცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო 10-15 პროცენტიან ვარდნას ელის. მსოფლიო ბანკის ოფიციალური პროგნოზი 11.2%-იანი ვარდნაა. ასე რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე დიდი რეცესია სავსებით რეალურია.

 

შემოსავლების კლება ეკონომიკური პრობლემათა ჯაჭვის მხოლოდ ერთი ნაწილია, მეორე ორნიშნა ინფლაციაა. მოსკოვი ჯერჯერობით რუბლის ხელოვნურად დაჭერას ახერხებს, მაგრამ იმავეს ფასებს ვერ უხერხებს. მიმდინარე წელს 24%-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი. ამ შემთხვევაში რუსეთს საკუთარი რეკორდის მოხსნა ცოტა გაუჭირდება, რადგან 1999 წელს 86%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, 1993 წელს კი 874%-იანი.

 

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დასხა. ბლიც-კრიგის ჩავარდნის შემდეგ მოსკოვი გროზნოში ნაცად და სირიაში გამოცდილ ქალაქების სრული განადგურების მეთოდზე გადავიდა, ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევით იბომბება ყველაფერი, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები, სამშობიარო, საბავშვო ბაღები, ბავშვთა სახლები, სკოლები, უნივერსიტეტი, მოხუცთა თავშესაფარი... რუსეთი არც აკრძალულ ფოსფორის ბომბებსა და თერმობარული ე.წ. ვაკუუმური ბომბის გამოყენებას ერიდება. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლმა უკვე 7000-ს გადააჭარბა, მასში შედის ბუჩაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის დროს დახოცილი მოსახლეობაც, მაგრამ არა მარიუპოლის მონაცემებიც. ქალაქის მერის ცნობით ქალაქში მსხვერპლი უკვე 10 000-ს აჭარბებს და რეალურად შეიძლება 20 000-საც აღწევდეს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up