რუსეთი საექსპორტო ხორბალზე ბაჟის გაზრდასა და „მცურავი“ გადასახადის დაწესებას აპირებს

რუსეთი საექსპორტო ხორბალზე ბაჟის გაზრდასა და „მცურავი“ გადასახადის დაწესებას აპირებს

access_time2021-11-11 14:30:00

ხორბალზე მსოფლიო ფასების შემდგომი ზრდის გამო, რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესაძლოა, ქვეყნიდან ამ მარცვლეულის ექსპორტზე „მცურავი“ გადასახადის გამოთვლის ფორმულას გადახედოს.


"მსოფლიო ფასების, ვთქვათ, ტონაზე 400 დოლარამდე ან მეტად ზრდის შემთხვევაში, "მცურავი" საექსპორტო გადასახადის გამოთვლის ფორმულა მატებისკენ გადაიხედება,“ - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრ დიმიტრი პატრუშევმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ მთავრობის სხდომაზე, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.


ამჟამად, გადასახადი ტონაზე 69,9 დოლარს შეადგენს, რაც, პატრუშევის თქმით, საშუალებას იძლევა, შიდა ფასები მსოფლიო ფასებზე მნიშვნელოვნად დაბალ დონეზე შეინარჩუნონ.


„მომავალი წლის პირველ ნახევარში შიდა ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მარცვლეულის ექსპორტზე სატარიფო კვოტის შემოღებას ვგეგმავთ, რომელიც ხორბლის ცალკე კვოტას ითვალისწინებს,“ - აცხადებს მინისტრი.



მისი თქმით, კვოტის ოდენობა წლის ბოლოს, მოსავლის დაზუსტებული მოცულობის, ასევე, ივლისი-დეკემბრის სასოფლო-სამეურნეო სეზონზე ექსპორტის ტემპის გათვალისწინებით დადგინდება.


მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, ედუარდ ზერნინი მიიჩნევს, რომ „მცურავი“ გადასახადის გამოთვლის ფორმულის გადახედვა რეალურად სადემპერო ფასის მექანიზმის რეგულირებას ნიშნავს.


„სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა დეპარტამენტებთან ერთად, დასწრების პრინციპით მოქმედებს და ამუშავებს სცენარს, რითიც რუსული მარცვლეულის FOB ფასი ტონაზე 400 დოლარს გადააჭარბებს. სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, რომ ევროპის ენერგეტიკული კრიზისისა და მსოფლიო ბაზარზე მინერალური სასუქების მიწოდების შემცირების პირობებში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ზოგიერთი ექსპორტიორი ქვეყანა იძულებული გახდეს, მოსავლის პროგნოზი შეამციროს, რაც ძირითად საკვებ პროდუქტებზე, მათ შორის მარცვლეულზე, მსოფლიო ფასების ზრდას გამოიწვევს,“ - აცხადებს ზერნინი.


bpn.ge



თეგები:
ხორბალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up