ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთი, სავარაუდოდ, უფრო ფართო სამხედრო მობილიზაციისთვის ემზადება.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ , Twitter— ზე გამოქვეყნებულ დაზვერვის რეზიუმეში ნათქვამია, რომ რუსეთის დუმის წევრებმა ორშაბათს წარადგინეს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ჯარში 18-27 წლის მამაკაცების ნაცვლად, 21-30 წლის კაცებს გაიწვევენ. სავარაუდოდ, კანონს მიიღებენ და ის 2024 წლის იანვრიდან ამოქმედდება. რუსეთის ხელისუფლებას, სავარაუდოდ, სურს შეცვალოს ასაკობრივი ჯგუფი, რადგან 18-დან 21 წლამდე ასაკის ბევრი მამაკაცი უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის გზით ახერხებს გაწვევისგან გათავისუფლებას. ასაკობრივი დიაპაზონის ზრდა უზრუნველყოფს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ამ სტუდენტების ნაწილს მაინც მოუწევს ჯარში იმსახუროს.