რუსეთი უკრაინაში შეგნებულად ანადგურებს ელევატორებს, სადაც ხორბალი ინახება. უკრაინის პრემიერ–მინისტრი დენის შმიგალი დარწმუნებულია, რომ ამ გზით მოსკოვი მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების მორღვევას ცდილობს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ამის შესახებ შმიგალმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, წერს RBC-Ukraine.
მისი თქმით, მოსავლის აღების დროც მალე დადგება და გაურკვეველია, როგორც განვითარდება მოვლენები ამ პერიოდში.
„მოსავლის აღება ივნისში იწყება და ვხედავთ, მათ როგორ მეთოდურად დაიწყეს ელევატორებისა და ხორბლის საცავების განადგურება. ეს მკაფიო ტენდენციაა, რითაც ჩვენთვის საექსპორტო ხელშეკრულებების შესრულებაში ხელშეშლას ისახავს მიზნად“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ხორბლის საცავები რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, იქ შეიარაღება არ ინახება.