რუსეთის ფინანსური ბაზარი წლის ბოლომდე შესაძლოა, კიდევ 30-მდე ბანკმა დატოვოს. ინფორმაციას გაზეთი „იზვესტია“ სარეიტინგო სააგენტო ACRA-ს ანალიტიკოსების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის ბაზრიდან უცხოური ბანკების შესაძლო გასვლის ძირითად მიზეზებს შორის სანქციები, მარეგულირებელი შეღავათების გაუქმება და ეკონომიკაში არსებული სირთულეები სახელდება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უცხოელი მოთამაშეების ნებაყოფლობით წასვლაც იქნება.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ცენტრალურ ბანკში რეკომენდაციას უწევენ ყველა საკრედიტო ინსტიტუტს რუსეთში ბიზნესის შეძლებისდაგვარად შემცირების შესახებ. ასეთი ინსტრუქცია უკრაინის ომის დაწყებიდან ყველა დაინტერესებულმა ინსტიტუტმა მიიღო. შესაბამისად, მიმდინარე წელს რუსეთი შესაძლოა, არაერთმა ფინანსურმა ორგანიზაციამაც დატოვოს, რომლესაც ევროპის ქვეყნებში საბაზისო იურისდიქცია აქვს.
გასულ წელს რუსეთის ფედერაციაში უცხოური საკრედიტო ინსტიტუტების რაოდენობა 12-ით შემცირდა, ამჟამად იქ 327 ბანკია.