ჰოლდინგმა VK-მ, რომელიც Mail.ru-ს, Vkontakte-სა და Odnoklassniki-ის მფლობელია, გამოაცხადა რომ მას დეფოლტი ემუქრებოდა. კომპანიის ინფორმაციით, მას ფასიანი ქაღალდების მფლობელებისთვის თანხის გადახდის შეუძლებლობის გამო ტექნიკური დეფოლტი ემუქრება. მათი ვაჭრობა ბირჟაზე სანქციების გამო 2022 წლის მარტის დასაწყისში შეწყდა და მას ამჟამად არ აქვს თანხა, რომელიც დაფარავს ყველა ვალდებულებას.
რუსული ინტერნეტჰოლდინგი VK, ადრე ცნობილი როგორც Mail.ru Group, ტექნიკური დეფოლტის ზღვარზეა 400 მილიონი დოლარის ოდენობის ობლიგაციების გამო, რომლებიც 2025 წელს უნდა დაფაროს. ეს ალბათობა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჰოლდინგის გლობალური სადეპოზიტო ქვითრებით (GDRs) ვაჭრობის სრული შეჩერების ფონზე წარმოიშვა.
VK ბირჟაზე ვაჭრობა არ განხორციელებულა 2022 წლის 3 მარტიდან.
ანალოგიურ სიტუაციაშია ინტერნეტ გიგანტი Yandex და ონლაინ მაღაზია Ozon.
cnews.ru