რუსეთი აჩერებს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულებაში მონაწილეობას. ამის შესახებ 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვისას განაცხადა.
სახელმწიფო სათათბიროც მზად არის სასწრაფოდ შეაჩეროს რუსეთის წევრობა და აცხადებენ. რომ რუსეთის მონაწილეობის შეჩერება ერთადერთი შესაძლო ადეკვატური გამოსავალია მაშინ, როდესაც აშშ-ს სტრატეგიულ მიზნად აქვს გამოცხადებული რუსეთის დამარცხება.
სახელმწიფო სათათბიროში მზად არიან სასწრაფოდ მიიღონ შესაბამისი კანონი, ამის შესახებ სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.