რუსეთი თურქეთს საბრძოლო დრონების Bayraktar TB2 მიყიდვის გამო ედავება. თუმცა ანკარა აცხადებს, რომ დრონები კიევმა კერძო კომპანიისგან შეიძინა და სახელმწიფოს გარიგებაში მონაწილეობა არ მიუღია. ამის შესახებ ინფორმაციას, თურქი მაღალჩინოსნების განცხადებებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
რუსეთი უკრაინაში 1.5 თვეა კოლოსალურ სამხედრო დანაკარგებს განიცდის, რაშიც ამერიკულ ჯაველინებთან ერთად თავისი წვლილი თურქულ Bayraktar-ებსაც მიუძღვის. აღნიშნული დრონები 2020 წლის ყარაბაღის ომში აზერბაიჯანს გამარჯვებაში დაეხმარა, თურქეთი მას დღემდე სირიაშიც წარმატებით იყნებს. მას 220 კმ/სთ სიჩქარით ფრენა და 700 კგ საბრძოლო მასის 27 სთ-ით ტრანსპორტირება შეუძლია. რადარებისთვის ნაკლებად შესამჩნევია და $6 მლნ-ზე ნაკლები ღირს. 2019 წელს უკრაინამ თურქეთთან $69 მლნ-იანი კონტრაქტი გააფორმა, რაც 12 დრონისა და 3 სამართავი სადგურის მიწოდებას ითვალისწინებდა. 1 წელიწადში თურქეთი უკრაინული ძრავით გაზრდილი შესაძლებლობის მქონე ბაირაქტარ Kızılelma-საც ჩაიბარებს.
თურქეთი და რუსეთი რიგ საკითხებში პარტნიორები არია. ანკარამ ვაშინგტონის მწვავე პროტესტის მიუხედავად მოსკოვისგან S400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექტი შეიძინა, რუსეთი თურქეთში ატომურ ელექტროსადგურს აშენებს და ბუნებრივი გაზის მიწოდებას ზრდის, თუმცა ეს მხოლოდ ურთიერთობების ნაწილია, სირიის უკრაინისა და ასევე საქართველოს შესახებ მხარეები ვერ თანმხდებიან. თურქეთს სირაიასი თავის ინტერესები აქვს, ამავე დროს საქართველოსა და უკრაინის NATO-სი ინტეგრაციას აქტიურად უჭერს მხარს.