უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსეთის ფედერაცია უკრაინის მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციისთვის თავის ტერიტორიაზე წლის დასაწყისიდან ემზადება.
მისი თქმით, უკრაინას ჯერ არ აქვს მონაცემები იძულებით წაყვანილი უკრაინელების ზუსტი რაოდენობის შესახებ.
„მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაცია წლის დასაწყისიდან ემზადება ჩვენი მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციისთვის. ყველა რეგიონში, თითქმის ყველა რესპუბლიკაში შეადგინეს დროებითი გადაადგილების პუნქტების სიები და ნათლად არის განსაზღვრული, რომელი რეგიონია, უკრაინელების რაოდენობა, რომლებსაც გაიყვანენ“, - განაცხადა დენისოვამ.
მისი თქმით, ვინაიდან არ ფლობენ ინფორმაციას იძულებით დეპორტირებული უკრაინელების ზუსტი რაოდენობის შესახებ, ვერ ადასტურებენ, მართლაც იყო თუ არა დეპორტირებული 1,1 მილიონი ადამიანი, როგორც რუსული მხარე აცხადებს.
„ჩვენ ვიყენებთ რუსეთის ფედერაციის მიერ მოწოდებულ ციფრებს, რადგან, სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ჩვენი მოქალაქეების დათვლა არ არის შესაძლებელი - ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური საზღვარი იმ ნაწილში, სადაც ჩვენი მოქალაქეების იძულებით დეპორტაცია ხდება“, - აცხადებს დენისოვა.