რუსეთი უკრაინის მოკავშირეებზე დიდ კიბერშეტევას ამზადებს. ინფორმაციას ამის შესახებ კანადის კომუნიკაციების უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს და უკრაინის მოკავშირეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს.
კანადის სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელმა, რომელიც პასუხისმგებელია გარე ელექტრონულ დაზვერვაზე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღემდე კანადის მთავრობაზე კიბერ თავდასხმების შემთხვევების ზრდა ჯერ არ არის გამოვლენილი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) გააფრთხილა მოქალაქეები რუსი ჰაკერების ახალი კიბერ საფრთხის შესახებ.
მანამდე რუსული ჰაკერების ჯგუფი, რომელიც ცნობილია როგორც Cold River, თავს დაესხა შეერთებულ შტატებში არსებულ სამ ბირთვულ კვლევით ლაბორატორიას. ჟურნალისტებმა ვერ დაადგინეს, რატომ იყო ეს კონკრეტული ლაბორატორიები სამიზნე, ან იყო თუ არა თავდასხმები წარმატებული.
ამავდროულად, უკრაინელი სამართალდამცავები კრიტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ზოგიერთ კიბერშეტევას სამხედრო დანაშაულად მიიჩნევენ.