დაბომბვის გამო კიევის მთელ ტერიტორიაზე წყალმომარაგება შეწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერი ავრცელებს.
ვიტალი კლიჩკოს განცხადებით „კიევვოდოკანალის“ სპეციალისტები პრობლემის უმოკლეს დროში აღდგენაზე მუშაობენ.
„გთხოვთ, ყოველი შემთხვევისთვის მოიმარაგეთ წყალი.
სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კიევის მაცხოვრებლების სახლებში წყალი დაბრუნდეს.
დედაქალაქში ელექტრომომარაგების აღსადგენად ენერგეტიკოსები მუშაობენ,“- წერს ვიტალი კლიჩკო ტელეგრამარხზე.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დღეს რამდენჯერმე დაბომბეს. აგრესორები მიზანმიმართულად ანადგურებენ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რის გამოც ქალაქების უმრავლესობაში ელექტროენერგიის, ინტერნეტისა და წყალმომარაგების პრობლემები შეიქმნა. კიევში ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსსაც მოხვდა. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.