პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთი ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლას ცდილობს, მაგრამ უკრაინელი სამხედროები აჩერებენ და ანელებენ მტრის შეტევას.
,,მტერი აგრძელებს მცდელობას ხერსონის რეგიონის საზღვრამდე მისასვლელად. მას არ გამოუვა," - განაცხადა მან.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინული დაზვერვისა და იარაღის (ავიაცია, არტილერია) ძალიან ეფექტური კომბინაციის წყალობით, უკრაინული სამხედროები ახორციელებენ ,,ოსტატურ და წარმატებულ დარტყმებს" მტრის საკონცენტრაციო უბნებზე, სამეთაურო პუნქტებსა და საბრძოლო მასალის საცავებზე.
,,ანალოგიური სურათია გულიაიპოლის და ზაპოროჟიეს მიმართულებით, სადაც მტერმა საგრძნობლად შეანელა მოძრაობა, ზოგიერთ რაიონში კი საერთოდ არ მიიწევს წინ“, - დასძინა არესტოვიჩმა.
ცოტა ხნით ადრე UNIAN იტყობინებოდა, რომ მოსალოდნელია კრივოი როგისა და ნიკოლაევის მიმართულებით ბრძოლების გააქტიურება.