28 დეკემბრიდან, რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი ტონაზე 4 160,9 რუბლამდე იზრდება, მაშინ, როცა წინა კვირას ეს გადასახადი 3143,4 რუბლს შეადგენდა. შესაბამისად, 28 დეკემბრიდან ხორბლის საექსპორტო გადასახადი ტონაზე 49 დოლარიდან 60 დოლარამდე იზრდება.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, წინა მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 24,8%-ია. უწყების ინფორმაციით, საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით ახალი გადასახადები 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს, ხოლო განახლებული ტარიფები 30 დეკემბერს გამოცხადდება, რომელიც ძალაში 11-დან 17 იანვრამდე იქნება
როგორც ცნობილია, 6 ივლისიდან რუსეთში მარცვლეულის გადასახადი დოლარის ნაცვლად, რუბლებში გამოითვლება.
რა ღირს დღეს საქართველოში იმპორტირებული ხორბალი და მოხდება თუ არა ხორბლის გაძვირება? როგორც „კომერსანტთან“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლევან სილაგავამ განაცხადა, დღეისათვის საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის ფასი 320 დოლარია. როგორც სილაგავა განმარტავს, წინასაახალწლოდ ბიზნესმა მარაგები მაქსიმალურად შეივსო, რადგანაც ახალი წლის დღეებში პორტები არ ფუნქციონირებს და იანვარშიც საკმაოდ ბევრი დასვენების დღეა.
ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ხორბლის შეძენა თებერვლის დასაწყისიდან მოუწევს.