რუსეთი ყაზახეთში ახალი საფონდო ბირჟის შექმნას გეგმავს

რუსეთი ყაზახეთში ახალი საფონდო ბირჟის შექმნას გეგმავს

access_time2022-06-21 14:30:00

ფინანსური ბაზრის რუსი მონაწილეები, მათ შორის სანქტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟა (Saint Petersburg Stock Exchange-SPB) და Freedom Holding ყაზახეთში ახალი ბირჟის შექმნას განიხილავენ. ინფორმაციას Frank Media დისკუსიაში მონაწილე ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


მათი თქმით, პროექტის დეტალები ჯერ არ შემუშავებულა. გამოცემის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ ბაზრის მონაწილეებმა ახალი ბირჟა შესაძლოა, ყაზახეთში, საერთაშორისო ფინანსურ ცენტრ „ასტანის“ (AIFC) ბაზაზე შექმნან. AIFC ქალაქ ნურ-სულთანში არსებული ტერიტორიაა, სადაც ფინანსურ სექტორში სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი მოქმედებს.


AIFC-ის იურისდიქცია ინგლისისა და უელსის სამართლის პრინციპებს, ნორმებსა და პრეცედენტებს, ასევე, მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ცენტრების სტანდარტებს ეფუძენბა. AIFC-ის ბაზაზე მოქმედებს ცენტრის კუთვნილი ბირჟა (AIX), სადაც ვაჭრობა 85 ემიტენტის ფასიანი ქაღალდების 127 ემისიით მიმდინარეობს. მისი აქციონერები Goldman Sachs და NASDAQ არიან.


რუსული Forbes-ის შეფასებით, ახალი პლატფორმა რუსულ კომპანიებს უცხოური კაპიტალის მიზიდვაში დაეხმარება, ხოლო სანქტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟასა და პროფესიონალ რუს მონაწილეებს საშუალებას მისცემს, ვაჭრობა უცხოური ფასიანი ქაღალდებით განაგრძონ, თუკი უცხოური ინფრასტრუქტურის მხრიდან ტრანზაქციები და გადახდები სრულად აიკრძალება.



წყაროს ცნობით, პროექტის შესაძლო აქციონერებს შორის სანქტ-პეტერბურგის ბირჟა და Freedom Holding-ია, თუმცა ბირჟის შექმნაში მონაწილეობის მისაღებად სხვა ინვესტორებიც მიიწვიეს. ერთ-ერთი თანამოსაუბრე განმარტავს, რომ „SPB Exchange-ს სავაჭრო ტექნოლოგიები, ხოლო Freedom Holding-ს ყაზახეთში კავშრები და კლიენტთა ბაზა აქვს.“ ვარაუდობენ, რომ პროექტის მონაწილეებს შორის უცხოელი მოთამაშეები თავად ყაზახეთიდან, ასევე, ჩინეთიდან და შეერთებული შტატებიდანაც კი იქნებიან.


ერთ-ერთი წყაროს თქმით, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ყაზახეთში ბირჟის შექმნის იდეას კონცეპტუალურად, ანუ უცხოური კაპიტალის რუსეთში მიზიდვის შესაძლებლობის გამო დაუჭირა მხარი. გამოცემის თანამოსაუბრე ვარაუდობს, რომ ეს იქნება მცდელობა, „შეიქმნას გაფართოებული რუსული ბაზრის კლონი არარეზიდენტებთან,“ რომელიც უკრაინის ომის დაწყებამდე არსებობდა.


საინვესტიციო ჰაბში აქციებით ვაჭრობა „ყველა დროის ზონაში“ იქნება შესაძლებელი, ხოლო რუსი ბროკერები, რომლებსაც აქვთ ან შექმნიან ფილიალებს ყაზახეთის AIFC-ში, ასევე, კვიპროსსა და სხვა ოფშორულ ზონებში, ინვესტორებს უცხოურ ფასიან ქაღალდებზე წვდომას რუსული ინფრასტრუქტურის გვერდის ავლით შესთავაზებენ. მოსკოვის ბირჟა ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე (KASE) 13%-იან წილს უკვე ფლობს.


Frank Media-ს ერთ-ერთი წყარო ვარაუდობს, რომ გაჩნდება შესაძლებლობა, ახალ ბირჟაზე გაუყინავი ფასიანი ქაღალდები გადაიტანონ, რომლებიც ამჟამად რუსულ პლატფორმაზე არის ბრუნვაში, ასევე, მოხდება ახალი ლისტინგი. ამასთან, ბაზრის ზოგიერთი მსხვილი მონაწილე ყაზახეთის გარდა, სარეზერვო ჰაბად არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს განიხილავს, თუმცა, როგორც წყარო აცხადებს, „ეს უფრო შორეული პერსპექტივაა.“


bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up