რუსეთი ყაზახეთში მარცვლეულის ექსპორტზე კონტოროლს ამკაცრებს - მიზეზი რეექსპორტია

რუსეთი ყაზახეთში მარცვლეულის ექსპორტზე კონტოროლს ამკაცრებს - მიზეზი რეექსპორტია

access_time2021-09-08 18:30:00

მაშინ, როდესაც რუსეთში მარცვლეულის, განსაკუთრებით კი ხორბლის ექსპორტზე სატარიფო გადასახადი მოქმედებს, ყაზახეთი, რომელიც ასევე მარცვლეულის მსხვილი მწარმოებელია, საექსპორტო გადასახადის დაწესებას არ განიხილავს. რუსეთში ამბობენ, რომ ევრაზიულ კავშირში არსებული სატარიფო პოლიტიკის გამო, ექსპორტიორებს გადასახადისგან თავის არიდების გამო ხორბალი ჯერ ყაზახეთში შეაქვთ და შემდგომ უკვე რეექსპორტზე სხვა ქვეყნებში გააქვთ. ამიტომ, მოსკოვი ყაზახეთშო ხორბლის ექსპორტზე კონტტროლს ამკაცრებს.



ის რომ, ყაზახეთი მარცვლეულის ექსპორტზე გადასახადების შემოღებას ჯერჯერობით არ აპირებს, ქვეყნის პრეზიდენტმა კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა ფერმერებთან შეხვედრაზეც დაადასტურა.



„მთავრობა მარცვლეულზე საექსპორტო გადასახადის შემოღების საკითხს მომავალში დააყენებს, მაგრამ არსებული ვითარების გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს ნაადრევია,“ - განაცხადა ტოკაევმა.



მან მოქნილი სატარიფო პოლიტიკის აუცილებლობაზე მიუთითა და შეშფოთება გამოთქვა მზა გადამუშავებული პროდუქციის, კერძოდ, ფქვილის ექსპორტის შემცირების გამო.



„ჩვენ უზბეკეთის, თურქმენეთისა და ავღანეთის ბაზრებს, ტრადიციულად, ფქვილით ვამარაგებთ. მე მჯერა, რომ მთავრობა და განსაკუთრებით, ვაჭრობის სამინისტრო სატარიფო რეგულირების საკითხებზე უფრო არსებითად იმუშავებს,“ - აცხადებს პრეზიდენტი.




რუსული „კომერსანტი“ წერდა, რომ რაკი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მარცვლეულის მარაგები გადასახადებს არ ექვემდებარება და ყაზახეთს შეუფერხებელი ექსპორტის შესაძლებლობა აქვს, მარცვლეულზე საექსპორტო გადასახადის არარსებობა რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეშფოთებას იწვევს. უწყებაში შიშობენ, რომ რუსი მწარმოებლები, ხორბალზე, ქერსა და სიმინდზე ფედერაციაში მოქმედ საექსპორტო გადასახადების არიდების მიზნით, მეზობელ ყაახეთში 3-4 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს განახორციელებენ.



ამდენად, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყაზახეთის ბაზარზე რუსული მარცვლეულის მიწოდებაზე კონტროლის გამკაცრება დაიწყო.



„შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს წვდომა ექნებათ ყაზახეთში შესატანი მარცვლეულისა და ზეთოვანი პროდუქციის თითოეული პარტიის სერტიფიკატებზე, აგრეთვე, მათი გადამტანი სატრანსპორტო საშუალებების მონაცემებზე. ამ სტურქტურებს საშუალება მიეცემათ, შეამოწმონ და გააჩერონ მარცვლეულის გადამზიდავი მანქანები, რომელთა შესახებ ბაზაში მონაცემები არ აღმოჩნდება, ხოლო ტვირთს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური შეამოწმებს,“ - წერს „კომერსანტი.“



რუსეთის მარცვლეულის კავშირის პრეზიდენტი, არკადი ზლოჩევსკი აცხადებს, რომ ყაზახეთში მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, მაგრამ ისინი ფრთხილად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საფუძვლების შელახვის გარეშე უნდა მოგვარდეს. მისი თქმით, ყაზახეთთან მარცვლეულით საზღვრისპირა ვაჭრობა დიდი ხანია, არსებობს და ყაზახეთის ტერიტორიაზე შეტანილი რუსული მარცვლეულის მოცულობა საკმაოდ სერიოზულია.



„უფრო მეტიც: რუსული მარცვლეული, რომელიც ყაზახეთში შედის, ყაზახურად საღდება და ამაზე, რა თქმა უნდა, არანაირი შეზღუდვა არ არის, რადგან ყაზახეთში საექსპორტო გადასახადი არ არსებობს. ყაზახური კომპანიები რუსეთისგან მარცვლეულს „ისრუტავენ და შემდეგ მის რეექსპორტს ეწევიან,“ - აცხადებს ზლოჩევსკი.



აგვისტოში ევრაზიის მთავრობათაშორისმა საბჭომ ეკონომიკური კავშრის წევრი ქვეყნების მთავრობებს დაავალა, განიხილონ ექსპორტზე სატარიფო და არასატარიფო რეგულირების ღონისძიებები რიგი საქონლის მიმართ, მათ შორის ხორბალზე, ქერზე, სიმინდზე, მზესუმზირაზე, ზეთსა და ზეთოვნებზე.



„საუბარია საექსპორტო გადასახადის ან არასატარიფო ღონისძიებების, კერძოდ, კვოტირების ან ამ საქონლის ექსპორტის აკრძალვის ზომებზე,“ - ნათქვამია ევრაზიის ეკონომიკური კომისიის სავაჭრო ბლოკის განცხადებაში.



BPN.GE



თეგები:
ექსპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up