რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან რეექსპორტის გზით სანქციებს გვერდს უვლის - Euromonitor

რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან რეექსპორტის გზით სანქციებს გვერდს უვლის - Euromonitor

access_time2023-01-31 18:00:46

2022 წლის მარტ-ნოემბერში, ანუ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში საქონლის ექსპორტი 47%-ით (36,3 მილიარდ ევრომდე) შემცირდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის პარალელურად ევროპული საქონლის ექსპორტი რუსეთის მეზობელ ქვეყნებში (კერძოდ, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, საქართველო, უზბეკეთი და ყირგიზეთი) იმავე პერიოდში 48%-ით გაიზარდა (20,3 მლრდ ევრომდე). ამის შესახებ კვლევითი კომპანია Euromonitor International-ის ანგარიშზე დაყრდნობით RBC-ი წერს.


კვლევის თანახმად რუსეთის მეზობელ ექვს ქვეყანაში იმ საქონლის ექსპორტი, რომლის რუსეთისთვის მიწოდება შეიზღუდა, 95%-ით გაიზარდა (თითქმის გაორმაგდა), ხოლო რუსეთში მათი მიწოდება, როგორც მოსალოდნელი იყო, 71%-ით შემცირდა.


როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირიდან რუსეთისთვის საქონლის მიწოდება არათუ შეჩერდა, არამედ გაიზარდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში რეექსპორტის გზით და ის თვიურად 700 მილიონ ევროს საქონელს იღებს.


სანქციების ანომალია - ასე მოიხსენიებს გამოცემა იმ რეკორდულ მაჩვენებლებს, რომლებიც რუსეთის მეზობელ ქვეყნებში დაფიქსირდა.


მეორადი მსუბუქი ავტომობილების მიწოდება გარკვეული ძრავის პარამეტრებით ლიეტუვადან ბელარუსში გაიზარდა 215%-ით 174 მილიონ ევრომდე;



სმარტფონების მიწოდება ჩეხეთიდან ყაზახეთში გაიზარდა ნულიდან 2021 წელს 164 მილიონ ევრომდე;


პოლონეთიდან ყაზახეთში გარკვეული ტურბორეაქტიული ძრავების ექსპორტი გაიზარდა 219%-ით 140 მილიონ ევრომდე;


საავიაციო ნავთის ექსპორტი საბერძნეთიდან საქართველოში გაიზარდა თითქმის ნულიდან 75,5 მლნ ევრომდე;


ლეპტოპების ექსპორტი ჩეხეთიდან ყაზახეთში გაიზარდა 280%, 67 მლნ ევრომდე.


ამასთან, 2022 წლის პირველ ნახევარში ყაზახეთმა მკვეთრად გაზარდა სმარტფონების ექსპორტი რუსეთში, იტყობინება ყაზახური მედია აგვისტოში. რაოდენობრივი თვალსაზრისით, სმარტფონების ექსპორტი თითქმის 328-ჯერ გაიზარდა.


ევროკავშირს, რუსეთსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის სავაჭრო ნაკადების გადანაწილების შესახებ მონაცემები აჩენს ვარაუდს, რომ რუსეთის მეზობელი 6 ქვეყანა შეიძლება ნაწილობრივ გახდეს პლატფორმა სანქციებს დაქვემდებარებული ევროპული საქონლის რეექსპორტისთვის - აცხადებენ მკვლევრები.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up