ორშაბათიდან ძალაში შედის 200%-იანი გადასახადი აშშ-ში ალუმინის პროდუქტების იმპორტზე, რომელშიც რუსული წარმოშობის ლითონია.
ტარიფი პროდუქტებზე, მათი ნომინალური წარმოშობის მიუხედავად ვრცელდება. ერთი თვით ადრე ამოქმედდა მსგავსი გადასახადი რუსეთში წარმოებული ალუმინისა და ალუმინის პროდუქტების იმპორტზე.
აქამდე რუსულ მეტალსა და მის მწარმოებელ Русал-ზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა. ჩინეთის გარეთ, Русал-ი მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ალუმინის მწარმოებელია, მისი გლობალური ბაზრის წილით დაახლოებით 6%-ია. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ სანქციები რუსული ალუმინის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში განიხილა, ამ დრომდე შეზღუდვა არ დაუწესებია, რადგან შიშობდნენ, რომ ასეთი ზომები ლითონის გლობალურ მიწოდებას შეარყევდა.
აშშ-ს ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ეს ზომები არსებულ ვითარებაში ამერიკულ ალუმინის მწარმოებლებს კონკურენციაში დაეხმარება.