რუსეთიდან ჩინეთის მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნა გასული კვირის განმავლობაში 70%-ით გაიზარდა. ამის მიზეზად ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნა და ჩინეთში მოგზაურებისთვის COVID-ის საწინააღმდეგო შეზღუდვების მოხსნა სახელდება.
ამჟამად ჩინეთში პირდაპირი რეისები მოქმედებს მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის და ხაბაროვსკის აეროპორტებიდან.
მოსკოვიდან შანხაის მიმართულებით ფრენის ღირებულება თებერვალ-მარტში 23 ათასი რუბლიდან (808 ლარი) იწყება, ჩენდუში - 24,7 ათასიდან (868 ლარიდან), პეკინში - 28,7 ათასიდან (1008 ლარი), გუანჯოუში - 28 ,9 ათასი რუბლიდან (1015 ლარიდან); სანქტ-პეტერბურგიდან ჩენდუში ფრენა 27,3 ათასიდან ღირს (959 ლარი), ხაბაროვსკიდან ჰარბინში - 16 000 რუბლიდან (562 ლარი).
თებერვლის დასაწყისში, კორონავირუსული პანდემიის გამო სამწლიანი შესვენების შემდეგ, ჩინეთიდან გამავალი ჯგუფური ტურიზმი 20 საერთაშორისო მიმართულებით განახლდა.