რუსეთიდან დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოში ფიზიკური პირების ფულადი გზავნილები 2022 წელს თითქმის 24 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსული მედია ცენტრალური ბანკების სტატისტიკაზე დაყრდნობით იუწყება.
ამ ქვეყნებს შორის ტრანსფერების რაოდენობით ლიდერი უზბეკეთი გახდა. ფიზიკურმა პირებმა რუსეთიდან 14,5 მლრდ დოლარი გადარიცხეს, რაც 2,6-ჯერ მეტია 2021 წელთან შედარებით.
რუსეთიდან ყაზახეთში ფულადი გზავნილები 6-ჯერ გაიზარდა და 773 მლნ დოლარს მიაღწია.
რუსეთიდან საქართველოში გადარიცხვები 2022 წელს 5-ჯერ გაიზარდა და 2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
სომხეთში ტრანსფერები 2021 წელთან შედარებით ოთხჯერ გაიზარდა და 3,6 მლრდ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება ყირგიზეთში თანხების გადარიცხვებს, აქაც დადებითი ტენდენცია იყო, მაგრამ არც ისე შესამჩნევი. წლის განმავლობაში ის 2,6-დან 2,7 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
აზერბაიჯანული მარეგულირებლის მონაცემებით, 9 თვის განმავლობაში ტრანსფერები 5,5-ჯერ გაიზარდა და 2,3 მლრდ დოლარს მიაღწია.