რუსეთიდან ევროკავშირში ნავთობპროდუქტების შეტანის აკრძალვა ძალაში შევიდა

რუსეთიდან ევროკავშირში ნავთობპროდუქტების შეტანის აკრძალვა ძალაში შევიდა

access_time2023-02-06 13:00:15

რუსეთის ფედერაციიდან ევროკავშირში ნავთობპროდუქტების, კერძოდ, ბენზინის, დიზელის, ნავთის, ნავთობისა და მაზუთის იმპორტის აკრძალვა კვირას, 5 თებერვალს შევიდა ძალაში. ამის შესახებ DW იუწყება.


 

შეზღუდვების საფუძველი გახდა სანქციები, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა  გასული წლის ივნისში დაამტკიცეს, უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ. 2022 წლის 3 ივნისს ევროკავშირი რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდა.


 

რეგულაციის დაწყება მაშინ გადაიდო. შედეგად, ევროკავშირის ქვეყნებისთვის რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდებაზე დაწესებულმა ემბარგომ მოქმედება 5 დეკემბერს დაიწყო.


 

გამონაკლისი იქნა დაშვებული ბულგარეთისთვის, ასევე სანქციების ქვეშ არ მოექცა მილსადენით „დრუჟბა“ მიწოდებაც.  შეზღუდვები ჯერჯერობით 1 ივლისამდეა ძალაში.


 

2022 წლის ნოემბრის ბოლოს ევროკავშირს ქვეყნებმა საბოლოოდ დაამტკიცეს 2022 წლის 5 თებერვლიდან რუსეთის ფედერაციიდან ნავთობპროდუქტების საზღვაო მიწოდების აკრძალვა. გამონაკლისი იქნა დაშვებული სოფიასა და ზაგრებისთვის. 2023 წლის ბოლომდე მათ შეეძლებათ გააგრძელონ ნავთის შეძენა, ასევე ჯერჯერობით პრაღასაც შეეძლება შეიძინოს  დიზელის საწვავი.


 


55 დღიანი გარდამავალი პერიოდი გათვალისწინებულია რუსული ნავთობპროდუქტების გადამზიდავ გემებზე, რომლებიც შეძენილი და დატვირთული იყო 2023 წლის 5 თებერვლამდე და გადმოიტვირთება 2023 წლის 1 აპრილამდე.

 


5 თებერვალს ასევე ამოქმედდა მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების ზღვრული ფასების დადგენის მექანიზმი.

 


დაწესდა ზღვარი, რომლითაც ან მის ქვემოთ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების მიმწოდებლები გათავისუფლდებიან ზღვით მესამე ქვეყნებში მათი ტრანსპორტირების აკრძალვისაგან, აგრეთვე „ტექნიკური დახმარების, საბროკერო, დაფინანსების ან ფინანსური დახმარების “ აკრძალვისგან.

 


ბარელზე 45 დოლარის ზღვრული ფასი დაწესდა ნავთობპროდუქტებზე, რომლებიც ივაჭრება ნედლ ნავთობზე ფასდაკლებით. ამ კატეგორიაში შედის, მაგალითად,მაზუთი.

 


მეორე ზღვრული ფასი - ბარელზე 100 დოლარის დონეზე - ეხება მაღალ რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს.  ამ ჯგუფში შედის ბენზინი და დიზელის საწვავი.

 


საერთაშორისო ბირჟებზე ევროპაში მიწოდებით ბარელი დიზელის საწვავი  აკრძალვამდე დაახლოებით 100-120 ევროდ ივაჭრებოდა.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up