რუსეთიდან გერმანიისთვის „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდება 40%-ით შემცირდა

რუსეთიდან გერმანიისთვის „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდება 40%-ით შემცირდა

access_time2022-06-15 15:40:00

„გაზპრომის“ ცნობით, 40%-ით შემცირდა გერმანიისთვის გაზის მიწოდება „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენით. მიზეზად მან დაასახელა ის, რომ კომპანია Siemens-ის ერთ-ერთი გაზის ტურბინა, რომელიც შესაკეთებლად იყო გაგზავნილი კანადაში, რუსეთს აღარ დაუბრუნდა უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისთვის დაწესებული სანქციების გამო.


„გაზპრომი“ მზად არის, დღე-ღამეში მხოლოდ 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდება უზრუნველყოს ნაცვლად ჩვეული 167 მილიონი კუბური მეტრისა. როგორც აცხადებენ, ასეთი ვითარება მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება.


გერმანიის ხელისუფლებამ დაახლოებით 10 მილიარდი ევრო ჩადო Gazprom Germania-ში, რუსეთის „გაზპრომის“ ყოფილ შვილობილ ფირმაში, რათა ის გაკოტრებისგან ეხსნა. ამის შესახებ Bloomberg-ი და Reuters-ი წერენ წყაროებზე დაყრდნობით.



გერმანიის მთავრობაში დაადასტურეს გეგმის არსებობა, რომლის მიხედვითაც კომპანიას კრედიტს გამოუყოფს ერთ-ერთი სახელმწიფო ბანკი, მაგრამ ზუსტი თანხა არ დაუსახელებიათ.


კომპანიას აპრილიდან მართავდა გერმანიის ენერგეტიკის რეგულატორი. ეს მდგომარეობა სექტემბერში უნდა დასრულდეს. როგორც იტყობინებიან, გერმანიის ხელისუფლება აპირებს, გააგრძელოს ეს ვადა და კომპანიას სახელი შეუცვალოს. მაგრამ, წყაროების თანახმად, კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა კომპანიის სრული ნაციონალიზაციის გეგმებზე, ვინაიდან ასეთმა გადაწყვეტილებამ „შეიძლება განარისხოს“ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ამასთან, ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი კომპანიის სრულ ნაციონალიზაციას მოითხოვდა. Gazprom Germania-სა და მის შვილობილ კომპანიებს გერმანიაში ეკუთვნით გაზის საწყობები და გაზის სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც ამარაგებს კრიტიკულად მნიშვნელოვან დარგებსაც, მათ შორის ჯანდაცვის სფეროსაც.


radiotavisupleba.ge



თეგები:
გაზი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up