კონკურენციის სააგენტოს ცნობით, 2022 წლის იანვარ-აპრილში 22-მა კომპანიამ საქართველოში 386 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განახორციელა. იმპორტის 31.2% რუმინეთზე მოდიოდა, 24.1% ბულგარეთზე, 17.8% რუსეთზე, 14.7% აზერბაიჯანზე და 12% თურქმენეთზე. კვლევის მიხედვით ყველაზე დიდი მოგება იმპორტიორებემა რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავზე მიიღეს.
ლარის გამყარებისა და საწვავის შედარებით გაიაფების შედეგად აპრილის ბოლოსთვის პლატსზე ლარში დათვლილი საწვავის ფასი 18%-ით შემცირდა, თუმცა ეს შემცირებული ღირებულებაც იანვრის ფასს 41%-ით აღემატება.
კონკურენციის სააგენტოს დათვლით, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, იქნება ეს შესყიდვის ფასი, აქციზი, დღგ თუ საოპერაციო ხარჯი მარტში რუსეთიდან იმპორტირებული 1 ლიტრ რეგულარის ტიპის ბენზინზე საშუალო ფასნამატი 59 თეთრს, ხოლო აპრილში 65 თეთრს შეადგენდა. ფასნამატი ბევრად ნაკლები 5 და 16 თეთრი იყო ბულგარეთიდან იმპორტირებულ რეგულარის ტიპის ბენზინზე, რუმინულ ბენზინზე კი ფასნამატი შესაბამისად 31 და 20 თეთრს შეადგენდა.