რუსეთიდან იმპორტის შეჩერება მეფრინველეობის ხარჯებს 40%-ით ზრდის

რუსეთიდან იმპორტის შეჩერება მეფრინველეობის ხარჯებს 40%-ით ზრდის

access_time2022-03-17 12:00:12

ქართულ მეფრინველეობაში საკვების ხარჯი კატასტროფულად ძვირდება. როგორც კომპანია ,,კუმისის“ დამფუძნებელი, მეწარმე ზურაბ უჩუმბეგაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, ამ დროისთვის რუსული ბაზრის მოძიება რეალურად დიდი პრობლემაა გაძვირებული და გართულებული ლოგისტიკის გამო. არსებულ პირობებში კომპანიას ფასის შენარჩუნება უჭირს.

შედარებისთვის, მარტო სიმინდის შემთხვევაში, რუსეთიდან და რუმინეთიდან შემოსატან პროდუქტს შორის სხვაობა 40%, სხვა ქვეყნებში ეს ხარჯი კიდევ უფრო ძვირია.

,,რაც ფრინველთა კვების ბაზარზე ხდება, კატასტროფაა, ამას უკვე გაძვირება არ ჰქვია, ბიზნესი გაძლებაზეა. ცხადია, რუსეთის  ალტერნატივა არის, მაგრამ იმპორტი ძალიან ძვირი ჯდება ლოგისტიკაც მოუხერხებელია. მით უმეტეს, უკრაინაში ომიდან გამომდინარე, უამრავმა ქვეყანამ ექსპორტი შეზღუდა, ძალიან მძიმე სიტუაციაა.  ომამდე ფრინველის კვების სეგმენტში ძირითადი მომწოდებელი  რუსეთი იყო. რაც არ უნდა ვიძახოთ, არასანდო პარტნიორია, იგი ყველაზე ხელსაყრელია ლოგისტიკის მხრივ, 500 კილომეტრიანი დაშორებაა მოწოდებიდან გადაზიდვებს ამარტივებს. ახლა დავიწყეთ ახალი ბაზრის  ძებნა - ზოგი რუმინეთში წავიდა, ზოგიც ყაზახეთში, არგენტინაში და სხვა, ათასობით კილომეტრის გავლა უწევს ტვირთს, რაც დროსთან ერთად, დიდ ფინანსურ რესურსთანაა დაკავშირებული. საწვავიც მუდმივად ძვირდება, რაც დამატებით გვიქმნის პრობლემას“, - ამბობს უჩუმბეგაშვილი ,,კომერსანტთან“.

რაც შეეხება ფასებს, მწარმოებლის ინფორმაციით, პროდუქტი ჯერ კიდევ ომამდე გაძვირდა და ჯერჯერობით ცვლილებისგან თავს იკავებენ, თუმცა სამომავლოდ ისევ მოუწევთ გარკვეული კორექტირების შეტანა, თუ იმპორტთან დაკავშირებული პრობლემა დროულად ვერ მოგვარდება.

 

,,რუსეთ-უკრაინის ომმა ყველგან შექმნა პრობლემა და ზოგადად, ცხოვრების რიტმი შეცვალა. ეს ეტყობა ყველაფერს - ქუჩებში ტრანსპორტის მოძრაობით დაწყებული, გაყიდვებით დამთავრებული, სიხალვათე იგრძნობა.  ნელ-ნელა ეწურება ხალხს რესურსი, ყველაფერი ძვირდება და ეს თანდათან მოთხოვნასაც დაეტყობა. მარტივად ნამდვილად არ არის საქმე.  ორი უდიდესი მომწოდებელი გვყავს მარცვლეულის სეგმენტში. როცა რუსეთმა 2005 წლის ბოლოს ემბარგო გამოგვიცხადა, ეს ბაზარი დიდწილად სწორედ უკრაინამ ჩაანაცვლა, მაქსიმალურად დაგვიდგნენ გვერდით. ახლა  ისე გამოდის, რომ ომმა ბიზნესს ორივე ხელი ,,მოაჭრა“, ძალიან ძნელია გამოსავალი მოიძებნოს“, - აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.


აღსანიშნავია, რომ ფრინველის კვებას  წარმოებული პროდუქტის თვითღირებულებაში 70% უჭირავს.

რაც შეეხება შპს “კუმისი XXI”-ს, საქართველოს ბაზარზე იგი 2005 წლიდან არის წარმოდგენილი. თანამედროვე დონეზე აღჭურვილი საწარმოს საქმიანობაა ქათმის კვერცხის წარმოება.

ფაბრიკა მდებარეობს გარდაბნის რაიონში, სოფელ კუმისში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრის დაშორებით და განლაგებულია 12 ჰექტარზე. 

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up