რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტი 12%-ით შემცირდა - იკლებს შემსყიდველი ქვეყნების რაოდენობაც

რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტი 12%-ით შემცირდა - იკლებს შემსყიდველი ქვეყნების რაოდენობაც

access_time2022-08-24 15:10:00

მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან 21 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთმა ექსპორტზე 6 962 000 ტონა მარცვლეული გაიტანა, რაც 12%-ით ნაკლებია გასული სეზონის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უფრო კონკრეტულად კი, ხორბლის გადაზიდვები 5 928 000 ტონამდე შემცირდა, ხოლო ქერი - 797 000 ტონამდე, რაც 11,6%-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ რუსეთის მარცვლეულის კავშირზე დაყრდნობით ავრცელებს.


მცირდება მყიდველი ქვეყნების რაოდენობაც. ”ჯერჯერობით ხორბალი 24 ქვეყანას მიეწოდება, გასული სეზონის ამავე პერიოდში კი 54 იყო,” – განაცხადა კავშირის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, ელენა ტიურინამ. - ”ჯერ არ არის შესყიდვები ტანზანიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, კონგოდან, ნიგერიიდან, რომლებიც მთავარი მყიდველები იყვნენ. გასული სეზონის ამ პერიოდში ნიგერიაში 500 000 ტონაზე მეტი გაიგზავნა, ტანზანიაში 166 000 ტონა, ხოლო სამხრეთ აფრიკაში - 100 000 ტონაზე მეტი“.


ტიურინას თქმით, ტრადიციული პარტნიორები მთავარ მყიდველებად რჩებიან. „პირველ ადგილზეა ეგვიპტე, სადაც სეზონის დასაწყისიდან 1,18 მილიონ ტონაზე მეტი ხორბალი უკვე გაიგზავნა, რაც თითქმის 30%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ. მეორე ადგილზეა თურქეთი 1 მილიონ 100 ათასზე მეტით, მესამე ადგილზეა ირანი, სადაც 980 ათასი ტონა, ანუ 24%-ით ნაკლები გაიგზავნა. ამასთან, საუდის არაბეთში 540 ათას ტონამდე გაიზრდა, რაც სამჯერ მეტია შარშანდელთან შედარებით“.



როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ამ სეზონზე საკმაოდ აქტიურია გადაზიდვები ალჟირში, სუდანსა და იორდანიაში - უკვე გადაზიდულია 65 ათას ტონაზე მეტი მარცვლეული.


ტიურინას თქმით, მთავარ არხად რჩება ოფშორული გადაზიდვა, რომელიც გასულ სეზონთან შედარებით 8%-ით გაიზარდა.


bpn.ge



თეგები:
ექსპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up