რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა განსაკუთრებით სიმინდსა და ქერს გააძვირებს - მალხაზ დოლიძე

რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა განსაკუთრებით სიმინდსა და ქერს გააძვირებს - მალხაზ დოლიძე

access_time2022-03-24 11:20:31


სანქციებით დამძიმებული რუსეთის გადაწყვეტილებას, რომ   ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტი დროებით აკრძალოს, ქართულ ბაზარზე ფასების მკვეთრ ცვლილებას გამოიწვევს. ,,პურის მცხობელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ,,კომერსანტთან ამბობს, რომ ხორბალთან ერთად, საგრძნობლად მოიმატებს სიმინდისა და ქერის ფასი.

 

დოლიძის ინფორმაციით, მსგავსი საფრთხე ფქვილს არ ემუქრება. გაძვირდება ხორბალი, რომლის უკვე რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა.

,,ომის გამო სტრატეგიულ მარაგებთან დაკავშირებით სიტუაცია რთულდება. ყველა ქვეყანა საკუთარი ბაზრის დაცვას ცდილობს, მათ შორის, რუსეთი, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ გაზრდილი   მოთხოვნის გამო რუსეთი შეშფოთებულია და ზომებს მიმართავს.  ვფიქრობ,  ფქვილს არ შეზღუდავენ. რუსეთის რეგიონებში ბევრი კერძო წისქვილია, რომლებიც ფქვილის გაყიდვას ყველა საშუალებით ცდილობს, ლოგისტიკასთან დაკავშირებით  პრობლემა თუ არ შეიქმნება, იმპორტს ამ მხრივ საფრთხე არ ელის“, - ამბობს დოლიძე და დასძენს, რომ ლოგისტიკაში ჯერჯერობით დაბრკოლება უამინდობაა, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე რამდენიმე კილომეტრიანი რიგებია,  ვინაიდან სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მანქანები ვერ გადაადგილდებიან.

 


,,გამოიდარებს და გადაზიდვები ჩვეულებრივ გაგრძელდება. პრობლემა ძირითადად  სიმინდისა და ქერის იმპორტთან დაკავშირებით არის მოსალოდნელი, მოგვიწევს ალტერნატიული ბაზრების გამონახვა, რაც ფასებს მკვეთრად გაზრდის. ჩვენს შემთხვევაში პურის ფასს მაინც არაფერი ემუქრება, ნაშთები საკმარისია იმისთვის, რომ სიტუაციას გაუძლონ“, - ამბობს დოლიძე.

 

ცნობილია, რომ 14 მარტს რუსეთის  პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მეზობელ ქვეყნებში თეთრი და ნედლი შაქრის ექსპორტს 31 აგვისტომდე, ხოლო ხორბლის, ჭვავის, ქერისა და სიმინდის ექსპორტს 30 ივნისამდე კრძალავს.

თუმცა ვიცე-პრემიერ ვიქტორია აბრამჩენკომ განაცხადა, რომ მარცვლეულის ექსპორტი კვოტის ფარგლებში, სპეციალური სავაჭრო-საექსპორტო ლიცენზიებით გაგრძელდება. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ზომები გარე შეზღუდვების ფონზე შიდა სასურსათო ბაზრის დასაცავად მიიღეს.“

 

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up