რუსეთიდან მზესუმზირას ზეთის საექსპორტო გადასახადი მარტში 2068,1 რუბლს (725.5 ლარი) შეადგენს ტონაზე. მზესუმზირას შროტის („კოპტონი“) საექსპორტო გადასახადი ki 1,5-ჯერ 3357.2 რუბლამდე (117.8 ლარი) გაიზრდება. თებერვალში ტონას ფასი 2200.7 (77.2 ლარი) რუბლი იყო. ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
ვარაუდობენ, რომ ცვლილება ძალაში 2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით იქნება.
საქართველო მზესუმზირას და მზესუმზირას შროტს რუსეთიდან და უკრაინიდან ყიდულობს. საქსტატის მონაცემებით, საქართველომ 2023 წლის იანვარში რუსეთიდან 555.13 ათასი დოლარის ღირებულების 1,908.91 ტონა „კოპტონი“ და სხვა მყარი ნარჩენები იყიდა, რომლებიც მზესუმზირას თესლისაგანაა მიღებული. საქართველომ უკრაინისგან კი 243.56 ათასი დოლარის 600 ტონა „კოპტონი“ და მზესუმზირას თესლისაგან მიღებული სხვა მყარი ნარჩენები იყიდა.