„რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორები 52%-ით ნაკლებია, თუმცა არის ქვეყნები სადაც აღდგენამ პანდემიამდელ მაჩვენებლებს გადააჭარბა“

„რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორები 52%-ით ნაკლებია, თუმცა არის ქვეყნები სადაც აღდგენამ პანდემიამდელ მაჩვენებლებს გადააჭარბა“

access_time2022-08-04 17:00:30

“წელს რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 52%-ით ნაკლებია ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში“, აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, რითაც ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიერ მომზადებულ კვლევას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა.



„მხოლოდ ივლისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გვაქვს 67%-იანი აღდგენა, ხოლო საერთაშორისო ტურისტებში 80%-იანი აღდგენა. აქვე აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ წელს ჩვენ გვაქვს ისეთი ქვეყნები სადაც აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვახორციელებთ, რომელთა წილმაც 2019 წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა. ეს ქვეყნებია საუდის არაბეთი, ისრაელი, ყაზახეთი.



რაც შეეხება უშუალოდ რუსეთს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელთან მიმართებაში მხოლოდ 48%-ია აღდგენა, იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით 52%-იანი კლება გვაქვს.



საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ რუსეთიდან 403 ათასი შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემები იყო 850 ათასი“, განმარტავს მედეა ჯანიაშვილი.




მისი თქმით, საქართველო სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად აგრძელებს და გარკვეული დადებითი შედეგებიც უკვე სახეზეა.



„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე მარკეტინგული აქტივობების განხორციელების მიმართულებით და ეს მიზნობრივი ქვეყნებია: გალფის ქვეყნები, ევროპის ქვეყნები, ისრაელი.



იანვარ-ივლისში ტოპ ქვეყნებში გვაქვს ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია, პოლონეთი, საუდის არაბეთი, ისრაელი. შესაბამისად ამ ბაზრებზე აქტივობებს ვაგრძელებთ, რათა წლის ბოლომდე უფრო მეტი ტურისტი მივიღოთ“, აცხადებს ჯანიაშვილი.



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ პანდემიამდელი პერიოდი, ანუ 2019 წელი არის სამიზნე წელი, რათა მოხდეს მაჩვენებლების აღდგენა, ხოლო შემდეგ ქვეყანა ორიენტირებული იქნება მაჩვენებლების კიდევ უფრო ზრდაზე, რაც ქვეყანას 2019 წლამდე ქონდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up