რუსეთიდან სომხეთს გაზის მიწოდება 18 თებერვლიდან დროებით შეჩერდება.
ამის შესახებ „გაზპრომ-სომხეთის“ პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
14 თებერვალს სტავროპოლის ტერიტორიის რეგიონში გაზსადენი "ჩრდილოეთ კავკასია - ამიერკავკასია" ნაწილობრივ დაიბლოკა, რის შედეგადაც სომხეთს ყოველდღიური გაზის მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდა.
„გაზპრომ-სომხეთი“ იუწყება, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შეფერხებებისა და არასაკმარისი მოცულობის გამო, აგრეთვე აბოვიანის მიწისქვეშა საწყობის გამოყენების ტექნიკური პირობების გამო, საგანგებო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად სომხეთში 18 თებერვლიდან გაზის მიწოდება დროებით შეჩერდება.
როდის განახლდება გაზის მიწოდება, ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის.