რუსეთის აგენტებმა ფოსტით ბომბები გაგზავნეს ესპანეთში, მათ შორის უკრაინის საელჩოში. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები თვლიან, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვამ ცოტა ხნის წინ, ესპანეთში "ბომბების გაგზავნის კამპანიისთვის" "რუსული იმპერიული მოძრაობის" ულტრამემარჯვენე წევრები გამოიყენა.
რუსი აგენტების მთავარი სამიზნეები იყვნენ პრემიერ მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და უცხოელი დიპლომატები. ასევე ამერიკელი ოფიციალური პირები.
გამოცემის ცნობით, სწორედ ამ კამპანიას უკავშირდება ბომბის გაიგზავნა მადრიდში უკრაინის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.