რუსეთის არამეგობრული ქვეყნების მოქალაქეების ქონება, რომელთაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დატოვეს, შესაძლოა ობლებს გადასცენ - წინადადებას შესაძლოა რუსეთის დუმამ განიხილოს.
ინიციატივა სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე ანა კუზნეცოვას ეკუთვნის. კემეროვოში გამართული შეხვედრისას მან თქვა, რომ კარგი იქნება თუ არამეგობრული ქვეყნების მოქალაქეების ქონებას, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, ობლების დასახმარებლად გამოიყენებენ.
„არსებობს ხალხი, ვინც ქვეყნიდან წავიდა. რუსეთში არის ორგანიზაციები, რომელთაც ფლობენ ადამიანები არამეგობრული ქვეყნებიდან. შესაძლოა, ობლებისთვის სახსრების საძიებლად მათი ქონება გამოვიყენოთ და რესურსები ამ მიმართულებით ვეძებოთ ", - განაცხადა კუზნეცოვამ.
კუზნეცოვამ დასძინა, რომ საბინაო საკითხის მოგვარების გარდა, აუცილებელია ობლების შემდგომი დახმარების მექანიზმების შემუშავება.