რუსეთის ფედერაციის საბჭომ მიიღო წარდგენა რუსეთის პრეზიდენტისგან, აუდიტის პალატის ხელმძღვანელის პოსტიდან ალექსეი კუდრინის გათავისუფლების შესახებ. ამის თაობაზე „რია ნოვოსტის“, საბიუჯეტო და საფინანსო ბაზრების ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელმა ანატოლი არტამონოვმა განუცხადა.
კუდრინმა თავის ტელეგრამ-არხში დაადასტურა, რომ ტოვებს აუდიტის პალატის თავმჯდომარის პოსტს და აღნიშნავს, რომ საჯარო სექტორში გატარებული 25-წლიანი სამსახურის შემდეგ, „ყურადღების გადატანას“ კერძო ინიციატივების განვითარებასთან დაკავშირებულ დიდ პროექტებზე აპირებს.
„მე ვტოვებ აუდიტის პალატის თავმჯდომარის პოსტს და დადგენილი პროცედურის შესაბამისად, წარვუდგინე შესაბამისი განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს“, - განმარტავს კუდრინი.
სააგენტო „ტასსის“ ცნობით, რუსეთის ფედერაციის პროფილური კომიტეტი კუდრინის გადადგომის საკითხს 29 ნოემბერს განიხილავს. მანამდე რამდენიმე მედიასაშუალების წყაროები იტყობინებოდნენ, რომ ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა კუდრინის გადასვლას კომპანია Yandex-ის მმართველი სტრუქტურის ხელმძღვანელის პოსტზე.