ბელორუსის მოვლენებმა და ნავალნის მოწამლვამ რუსეთის ახალ ფინანსურ კრიზისს შეუწყო ხელი

ბელორუსის მოვლენებმა და ნავალნის მოწამლვამ რუსეთის ახალ ფინანსურ კრიზისს შეუწყო ხელი

access_time2020-08-25 19:00:19

20 აგვისტოს ქალაქ ომსკის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი შეიყვანეს, რომელიც თვითმფრინავში ცუდად გახდა. მისი თანამოაზრეები დარწმუნებულები არიან, რომ ის მოწამლეს.


ამ ახალმა ამბავმა რუსული აქტივების გაყიდვა გამოიწვია. იმავე დღეს ინვესტორებმა რუსული ვალუტის და რუსული კომპანიების აქციების მოშორება დაიწყეს. პარასკევს, სანამ ღრმა კომაში მყოფი ნავალნი საავადმყოფოში იწვა და მას გერმანიაში სამკურნალოდ არ უშვებდნენ, აქციების აჟიოტაჟური გაყიდვა გრძელდებოდა. შედეგად რუსულმა ვალუტამ და საფინანსო ბაზარმა ვარდნა ახალი ძალით განაგრძეს.


ბოლო მოვლენების ფონზე რუსული აქტივები ნაკლებად მიმზიდველი გახდა ინვესტორებისთვის. იქნება ეს რუბლი, მსხვილი ბიზნესის აქციები, საბანკო დეპოზიტები, თუ სახელმწიფო ობლიგაციები.


ინვესტორებმა მათი მოშორება ჯერ კიდევ ბელორუსულ რევოლუციამდე და ნავალნის მოწამლვამდე დაიწყეს და ჯერ ამ ტენდენციის დადებითი მიმართულებით შეცვლის არავითარი ნიშნები არ ჩანს. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ძალიან შორსაა მოსახლეობისგან, თუმცა, ეს მცდარი აზრია, სავალუტო და ვალების ბაზრების მდგომარეობაზე დიდწილადაა დამოკიდებული სახელმწიფოს შემოსავლები და შესაბამისად ხარჯებიც.



კორონაკრიზისის პერიოდში რუსეთის მოსახლეობის დამოკიდებულება სახელმწიფო ფინანსებზე განსაკუთრებით გაიზარდა. 2020 წლის მე-2 ნახევარში მოსახლეობის შემოსავლების სტრუქტურაში სახელმწიფო ხელფასების, პენსიების და შემწეობების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო კერძო სექტორისგან მიღებული თანხების ოდენობა ისტორიულ მინიმუმამდე ჩამოიშალა.


რამდენიმე დღის წინ რუსეთის აუდიტის პალატამ ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 2020 წლის შედეგებით, ფინანსთა სამინისტროს 4 ტრლნ. რუბლის სესხება მოუწევდა. წლის პირველი 6 თვეში უწყებამ 1,6 ტრლნ. რუბლის ობლიგაციები გაყიდა, ივლისის-სექტემბერში კიდევ ტრილიონის მოზიდვა იგეგმება. თუმცა, აგვისტო უკვე სრულდება და რეალურად მხოლოდ 400 მლრდ. რუბლია მოზიდული, შესაბამისად წლის ბოლომდე მოსაზიდია 2-3 ტრლნ. რუბლი.


თუმცა, ეს არსებულ რეალობაში რთული ამოცანაა, საბამ რუბლი სტაბილური იყო, უცხოელი ინვესტორები რუსულ ფასიან ქაღალდებს დიდი სიამოვნებით ყიდულობდნენ. თუმცა, ბოლო პერიოდში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, 12 აგვისტოს დანიშნული ობლიგაციების აუქციონი ჩაიშალა „სასურველი ფასებით განაცხადების არარსებობის გამო“, ადამიანურ ენაზე ეს ნიშნავს, რომ იმ პროცენტებით, რომლებსაც ინვესტორებს სთავაზობს მთავრობა, ფულის სესხება მისთვის არავის სურს. შემდეგი, 19 აგვისტოს, აუქციონი, საერთოდ გაუქმდა, რადგანაც სიტუაცია ფინანსურ ბაზარზე უარესობისკენ იცვლება.


შემდეგი აუქციონი 26 აგვისტოს უნდა ჩატარდეს და ფინანსთა სამინისტროს არჩევანის გაკეთება მოუწევს ან ისევ ჩაშალოს ის, ან ობლიგაციებს ძალიან მაღალი მოგების პროცენტი დაადოს. საინტერესო ისაა, რომ მთავრობის მიერ დაგროვილი რეზერვები ბიუჯეტის ფორმირებისთვის, ყოველგვარი ვალების გარეშეცაა საკმარისი.


სულ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ნავთობის ფასები მინიმუმის რეკოდრებს ხსნიდა, რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი პერიოდულად აცხადებდა, რამდენი წლით შეუძლია რუსეთს დაგროვილი ფულით ბიუჯეტის ავსება მაშინ, როდესაც ნავთობი 25-30 დოლარი ღირს. თუმცა, ნავთობის გაძვირდა 40 დოლარამდე და ე.წ. „საბიუჯეტო წესი“ ამოქმედდა, რომელიც ეროვნული კეთილდღეობის ფონდის თანხების გამოყენებას კრძალავს მაშინ, როდესაც ნავთობი 40 დოლარი ღირს.


ბელორუსიაში მიმდინარე მოვლენებმა და ნავალის მოწამლვამ რუსულ ფინანსური ბაზარზე არასტაბილურობა გამოიწვიეს. შედეგად მაღალია როგორს რუბლის, ასევე საფონდო ინდექსების ჩამოშლის რისკი. არასტაბილურობას ასევე ხელს უწყობს ის, რომ მთავრობას შექმნილ კრიტიკულ სიტუაციაში დანაზოგების ხარჯვა ჯიუტად არ სურს.


svoboda.org

თენგიზ აბლოთია


თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up