თებერვლის მონაცემებით, რუსეთის ბანკებში მოსახლეობის დეპოზიტები 3,5%-ით, ანუ 1,2 ტრლნ რუბლით (9,601,236,285.85 დოლარი) შემცირდა. ამის შესახებ ფედერაციის ცენტრალური ბანკის ანგარიშში წერია, რომელიც საბანკო სექტორის განვითარების მიმოხილვას შეეხება.
რუსეთის ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ აბსოლუტური თვალსაზრისით, ეს დეპოზიტების ყველაზე დიდი გადინებაა, მინიმუმ, 2008 წლის შემდეგ. შედარებითი თვალსაზრისით, რუსების საბანკო დანაზოგი ყველაზე მკვეთრად მხოლოდ 2008 წლის ოქტომბერში, გლობალური ფინანსური კრიზისის პიკზე შემცირდა. მაშინ რუსების დანაზოგი 6%-ით, ანუ 354 მლრდ რუბლით (3,401,985,114.09 დოლარით) შემცირდა. როგორც ცენტრალური ბანკის მასალებში წერია, საცალო ანგარიშებიდან და დეპოზიტებიდან ფულის გადინება, ძირითადად, თებერვლის ბოლო კვირას დაფიქსირდა.
„უმსხვილესი რუსული ბანკების წინააღმდეგ სანქციებმა გამოიწვია მოსახლეობის გაზრდილი მოთხოვნა ნაღდ ფულზე როგორც რუბლებში, ისე უცხოურ ვალუტაში,” - ნათქვამია განცხადებაში.
საბანკო სისტემის მიმოქცევაში მიღებული ნაღდი ფულის 111,3 მლრდ რუბლით (1,066,907,572.23 დოლარით) ზრდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეს, 24 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო მომდევნო დღეებში კიდევ უფრო მოიმატა და მთლიანობაში, თებერვალში ნაღდი ფულის რაოდენობა 2 ტრილიონზე (19,225,705,964.37 დოლარზე) მეტად, 15,82 ტრლნ რუბლამდე (153,813,849,127.99 დოლარამდე) გაიზარდა.