რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ სახელმწიფო დუმაში მოხსენებით გამოსვლისას სანქციების შედეგად ქვეყნისთვის მიყენებულ ზარალზე ისაუბრა. მთავარ გზავნილებს kommersant.ru ავრცელებს:
1. რუსეთის ბანკი აპირებს, უფრო მოქნილი გახადოს ექსპორტიორების მიერ მიღებული შემოსავლების გაყიდვის პროცესი.
2. რუსეთის ეკონომიკა სტრუქტურული ცვლილებების რთულ პერიოდში შედის, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო.
3. სანქციები უპირველესად საფინანსო სექტორზე აისახა, ახლა კი ისინი სულ უფრო მეტად აისახება ეკონომიკაზე.
4. ძირითადი პრობლემები იმპორტის შეზღუდვას და საგარეო ვაჭრობაში ლოგისტიკას უკავშირდება, სამომავლოდ ექსპორტის შეზღუდვასაც შეეხება.
5. ბაზარს ჰქონდა რეაგირება ახალ ვითარებაზე, მაგრამ გაცილებით რბილი, ვიდრე ჩვენ მოველოდით.
6. განაკვეთის 20%–მდე აწევამ ფინანსური სტაბილურობის რისკების განეიტრალების და ბანკებში მოსახლეობის ფულის დაბრუნების შესაძლებლობა მოგვცა.
7. მაღალმა განაკვეთმა სწრაფად დაამუხრუჭა ინფლაციური ნახტომი, რომელიც მარტში მოხდა. ამის შემდეგ ჩვენ განაკვეთის 17%–მდე დაწევა შევძელით.
8. ცენტრალური ბანკი პრაქტიკულად ხელით მართავს ვაჭრობებს რყევების შენელებისა და მონაწილეთა ემოციების შესამცირებლად.
9. ცენტრალური ბანკი არ მიმართავს ყველა ღონეს ინფლაციის შესამცირებლად, რადგან ეს ბიზნესს ადაპტაციაში შეუშლის ხელს.
10. რუსეთის ბანკს საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით ნახევარზე აქვს წვდომა.
11. SWIFT–ის რუსულ ანალოგს უკვე 52 უცხოური ორგანიზაცია შეუერთდა.