ამერიკულმა კოსმეტიკურმა კომპანიამ Coty რუსეთის ბაზარზე საქმიანობა შეწყვიტა. Coty ბოლო ამერიკული კომპანიაა, რომელმაც პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზარი დატოვა, წერს სააგენტო Reuters.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
აღნიშნული ფირმა კოსმეტიკის, კანის მოვლისა და პარფიუმერიის ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორებიცაა: Burberry, Calvin Klein, Chloé, Gucci, Hugo Boss, Max Factor, Rimmel, Sally Hansen, Adidas და სხვ.
Coty–ი ვარაუდობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს 2022 ფინანსური წლისთვის დაგეგმილ შემოსავლებზე და აღნიშნეს, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში რუსეთის ბაზარზე კომპანიის შემოსავლებმა ისედაც საგრძნობლად იკლო.